ადვოკატის ინფორმაციით, "დინამო არენასთან" დაკავებულ პირებს დაზიანებები აქვთ მიყენებული

AutoSharing Option
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული "თავისუფალი ზონის" წევრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, 8 ივლისს იმსჯელებს.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ლაშა რუხაიას, ირაკლი ჩხირკვაიასა და დავით გოგოხიას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ედებათ.

"მათ ბრალი ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და 173-ე მუხლით, რაც წინააღმდეგობის გაწევას ნიშნავს", - აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს ყელის არეში დაზიანება აღენიშნება, რაც თავად "თავისუფალი ზონის" წევრების მტკიცებით, სამართალდამცველებმა მიაყენეს.

"ერთ-ერთს აღენიშნება დაზიანება ყელის არეში,
რაც გასაკვირია. ძნელია, ადამიანმა დაკავებისას ასეთი დაზიანება მიიღო.

როგორც დაკავებულები თავად აცხადებენ, მათ დაზიანებები პოლიციელებმა მიაყენეს სრულიად უმიზეზოდ, როცა მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ",
- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

"თავისუფალი ზონის" წევრების დაკავება 7 ივლისსვე გააპროტესტეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. ისინი მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

"რამდენიმესაათიანი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოვახერხეთ, რომ დაკავებულებთან ადვოკატები მაინც შესულიყვნენ. როგორც ჩანს, ეს არის სიტყვის თავისუფლება საქართველოში; როგორც ჩანს, ესაა კა
ნონის უზენაესობა და ესაა გამოხატვის თავისუფლება საქართველოში.

ჩვენ ამ ახალგაზრდების დაკავებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ასევე, ვფიქრობ, მოვემზადებით იმისთვისაც, რომ შევიტანოთ საპირისპირო სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ",
- განმარტა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

დაკავებულები ამ დროისთვის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

"დინამო არენასთან" მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო სამი პირი დააკავეს
ქართველ ქომაგთა ნაწილმა რუსი ფანების მიერ რუსეთის იმპერიალური დროშის გამოფენა გააპროტესტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული