ანდრეი შევჩენკო: ქართულ ფეხბურთს ასე თუ ააღორძინებთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეპატრონემ, რომან ფიფიამ მოახერხა და თბილისელ გულშემატკივარს საჩუქარი მიუძღვნა - ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიალზე, კახა კალაძესთან ერთად, მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავები, კრიშტიანო რონალდო და ანდრეი შევჩენკო ჩამოიყვანა.

მეგავარსკვლავების ჩამოსვლით განებივრებულები არ ვართ. ან ეს ფაქტი რად ღირს - თბილისის "დინამო" თამაშობდა, რონალდუ და შევჩენკო კი მათ თვალს ტრიბუნიდან ადევნებდნენ.

"ლელომ" ანდრეი შევჩენკოს მცირე კომენტარი ჩამოართვა:

"უპირველესად, თბილისის "დინამოს" ამ სკოლის გახსნას ვულოცავ და ვუსურვებ, რომ ისეთი ვარსკვლავები აღზარდოს
, რომლებიც გუნდის სახელოვან ტრადიციებს ააღორძინებენ.

მე
ბავშვობაში ქართველების წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რომ ძალიან ძლიერი საფეხბურთო სკოლა გქონდათ. სამწუხაროა, რომ ომებმა და ეკონომიკურმა ჩამორჩენამ თქვენი ფეხბურთი უკან დახია.

მაგრამ "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

ქართული ფეხბურთის აღორძინების წინაპირობა მხოლოდ ამ დონის საფეხბურთო ბაზის მშენებლობები გახდება. მომავალ თაობებს პირობებს თუ არ შევუქმნით, მათ ნიჭს გასაქანი არ ექნება.

"დინამოს" საფეხბურთო აკადემიის მსგავსი ბაზა ბევრ ცნობილ კლუბს არ გააჩნია. კარგია, რომ აქ კახა მოვიდა, თბილისშია კრიშტიანოც - ეს ბავშვებისთვის დიდი სტიმულია და იგრძნობენ, რომ არა რიგითი, არამედ ისტორიული კლუბის ფეხბურთელებად იზრდებიან.

საქმეებით დაკავებული ვიყავი, მაგრამ მაინც ჩამოვედი, რადგან კარგად მესმის, ბავშვები რა სიხარულით გველოდნენ. დიდი მადლობა "დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიას, ამ ბავშვებთან შეხვედრისა და მათთვის გზის დალოცვის საშუალება რომ მოგვცა".

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კრიშტიანო რონალდომ ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია გახსნა [VIDEO]
თემურ ქეცბაია: ყველა დიად კლუბს შეეფერება მსგავსი აკადემია
ანტონ შუნინი: თბილისი ლამაზი ყოფილა, არენა კი - ლამაზი და კომფორტული
ანდრეი ვორონინი: თბილისური ატმოსფერო მომეწონა
დინამო (თბ)-დინამო (მ) 1:1 - საფეხბურთო მშვიდობა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
კახა ანდრეი იყიდეთ გორის დილა და ძალიან მალე გახდება მომგებიანი კლუბი.
bibo
10:07 11-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული