კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს 1-2 მილიონი ვერ უშველის

AutoSharing Option
ხელისუფლებაში ფეხბურთს გავლენიანი მხარდამჭერი ჰყავს - საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.

სულ რაღაც ერთი წლის წინათ კახა იტალიის სერია A-ში თამაშობდა. ცხადია, მთავრობაში ყოფნა და სერიოზულ პრობლემებზე ფიქრი არ ნიშნავს, რომ ფეხბურთი დაივიწყა და საბოლოოდ ჩამოშორდა საყვარელ საქმეს.

თუნდაც ბოლო ფაქტი გავიხსენოთ - თბილისის "დინამოს" აკადემიის გახსნას კრიშტიანო რონალდოსა და ანდრეი შევჩენკოსთან ერთად ესწრებოდა.

კახა კალაძეს ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ველაპარაკეთ.

- ჯერ ფეხბურთის განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სულ ისმის ლაპარაკი, რომ
ფეხბურთს სერიოზულად მიხედავთ. საამისოდ კონკრეტული გეგმა არსებობს?

- ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მედიცინას, განათლებას და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს, მათ შორის, სპორტს. მისი განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, მაგრამ საამისოდ ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებაა საჭირო. ამ სფეროებს მერე უფრო კარგად მივხედავთ.

საქართველოში ფეხბურთი ყველას უყვარს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ სახეობის განვითარებაში თავისი წვლილის შესატანად.

- მაგრამ ჯერ მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგმულა. მაგალითად, კლუბები 2 მილიონს ითხოვდნენ და უარი ეთქვათ...
- ყველაფერი კარგად არის მოსაფიქრებელი. აქ დიდ თანხებზეა ლაპარაკი, რადგან ერთი-ორი მილიონით საქმეს ვერ ვუშველით. ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები.

- მაგრამ ამას დიდი სახსრები სჭირდება, რომელიც სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა...
- სახსრები გამოინახება, მაგრამ უცებ ყველაფერი არ გამოვა. ხომ ხედავთ, ადამიანებს როგორ უჭირთ. სპორტში დიდი ინვესტიციების განსახორციელებლად, ქვეყანა ეკონომიკურად უნდა მოძლიერდეს. მაგრამ მანამდეც ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

- უახლოესი და კონკრეტული ნაბიჯები რა იქნება?
- ინვესტიციების განხორციელებაზე ლაპარაკი ახლა ძნელია, რადგან ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტი დაგეგმილი იყო და ახლა მასში ცვლილებების შეტანა რთულია. მაგრამ მომავალი წლისთვის, ალბათ, თანხების გამოყოფას შევძლებთ.

ქართული ფეხბურთის მომავლის განვითარებას ემსახურებოდა "დინამოს" აკადემიის გახსნაც. კარგი იქნება, ასეთი სკოლები ყველა დიდ ქალაქში რომ დაფუძნდეს.

- იტალიაში 11 წელი თამაშობდით და გეცოდინებათ, იქაური ბავშვები რა პირობებში ვარჯიშობენ. "დინამოს" აკადემია მათ დონეზეა?
- მართლაც კარგად ვიცი, იტალიაში ბავშვები რა პირობებში ვარჯიშობენ. "დინამოს" აკადემია საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს და მიხარია, ასეთი სერიოზული საქმე რომ წამოიწყეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი დონის ბაზაზე და კარგ პირობებში ვარჯიში ბავშვების მომავალზე დიდი გავლენას ახდენს.

შეუძლებელია, ბავშვთა ფეხბურთში საქმე მოუწესრიგებელი იყოს და ქვეყანამ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შოკი: 2012/13 წლების სეზონში ფეხბურთზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯა!
ანდრეი შევჩენკო: ქართულ ფეხბურთს ასე თუ ააღორძინებთ
თემურ ქეცბაია: ყველა დიად კლუბს შეეფერება მსგავსი აკადემია
კრიშტიანო რონალდომ ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია გახსნა [VIDEO]
კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთში ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ
კახა კალაძე: მერიამ თბილისში სკოლის ასაშენებლად ადგილი არ გამომიყო
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ გეშინიათ ყველა კომენტარის გაშვების?..
messi10
21:18 11-07-2013
0
კალა შენც მაგარი მეთავისე კაცი ყოფილხარ!...
0

სიახლეები პოპულარული