შოკი: 2012/13 წლების სეზონში ფეხბურთზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯა!

AutoSharing Option
10 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ, რომელიც ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ჩატარებულ ევროპის პირველობებს მიეძღვნა (იხილეთ ვრცლად).

პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე უძღვებოდნენ.

ის ცოტა უცნაური გამოდგა, რადგან ზემდგომ-ქვემდგომთა ტრადიციული მადლობებით არ შემოფარგლულა და პრობლემებზეც ისაუბრეს, ხოლო მინისტრი მოულოდნელად ყველა ხელშემშლელი მიზეზით სიღრმისეულად დაინტერესდა.

მან ქართული სპორტის ზოგადი პრობლემებიც მიმოიხილა და სკანდალური ფაქტებიც გაგვანდო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფეხბურთზე დახარჯულ მილიონებზე.

თურმე, სამინისტრომ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა სპორტზე დახარჯული
ხარჯები და გაირკვა, რომ ჯერ კიდევ დაუსრულებელ 2012/13 წლის სეზონში, საერთო ჯამში, ფეხბურთზე დახარჯულია... 50 მილიონი ლარი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
50 მილიონი კარტულ რაგბსი რომ დახარჯულიკო ოგონდ მიზნობრივად , მსოფლიო რეიტინგსი 10 ან 12 ადგილზე ვიკნებოდიტ. რაც მტავარია მოზარდებს კარგი მინდვრები კარგი მწვრტნელები და ვარჯისის ვერე ტბილი სხაპი ეკნებოდატ/.........
paata beridze
11:05 12-07-2013
0
50 მილიონიდან რეალურად 10 მილიონი დაიხარჯებოდა ფეხბურთზე, 40 მილიონი ნაცმოძულეთა საარჩევნო კამპანიას მოხმარდებოდა
giga
22:52 11-07-2013
0

სიახლეები პოპულარული