შოკი: 2012/13 წლების სეზონში ფეხბურთზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯა!

AutoSharing Option
10 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ, რომელიც ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ჩატარებულ ევროპის პირველობებს მიეძღვნა (იხილეთ ვრცლად).

პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე უძღვებოდნენ.

ის ცოტა უცნაური გამოდგა, რადგან ზემდგომ-ქვემდგომთა ტრადიციული მადლობებით არ შემოფარგლულა და პრობლემებზეც ისაუბრეს, ხოლო მინისტრი მოულოდნელად ყველა ხელშემშლელი მიზეზით სიღრმისეულად დაინტერესდა.

მან ქართული სპორტის ზოგადი პრობლემებიც მიმოიხილა და სკანდალური ფაქტებიც გაგვანდო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფეხბურთზე დახარჯულ მილიონებზე.

თურმე, სამინისტრომ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა სპორტზე დახარჯული
ხარჯები და გაირკვა, რომ ჯერ კიდევ დაუსრულებელ 2012/13 წლის სეზონში, საერთო ჯამში, ფეხბურთზე დახარჯულია... 50 მილიონი ლარი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბატონო ლევან კიფიანო,ფეხბურთი და ფეხბურთის პრეზიდენტი მაგას მოაგვარებს მაგრამ კრივს რა ეშველება ეხლახანს ჩამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატიდან ბელარუსიდან და სამარცხვინო იკო ბიჩების ბრზოლები,უნვერსიადაზეც იკვნენ მაგრამ რა იკაც უშედეგოდ,ხომ იცი რომ ვერაპერს გაკეტებენ კორუპირებულ ვოვა ახალკაცის ხელში.და ეხლახან კიდევ დაგინიშნია მთავარ მრწვთნელად ზონდერი დათო წიკლაური.სამინისტრო ხომ აფინანსებს და რატომ?იცი მაინც წაგებენ და ეს დანაშაული არარის,დიახაც არის.სირცხვილი საკართველოს ეგეთი მინისტრი რომ კავს.
devi
11:36 11-07-2013
0
მოაშორეთ ვოვა ახალკაცი კრივს!!!
გიო
12:50 11-07-2013
0

სიახლეები პოპულარული