ილია კოკაიამ ზვიად სიჭინავას წერილით მიმართა

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 2 ივლისს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კერძო კლუბის მეპატრონისათვის, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიასათვის, "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭების შესახებ.

სფფ-ის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში გაკეთებულია განმარტება იმის თაობაზე, რომ "ასოცირებული წევრები ხმის უფლებით ვერ ისარგებლებენ, თუმცა სხდომებსა და დებატებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ".

უნდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას არაერთგზის განუცხადებია იმის შესახებ, რომ, ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ფედერაციის აღმასკომის შემადგენლობაში ქართულ ფეხბურთში მოღვაწე
ინვესტორთა ფართოდ წარმოდგენა.

ნაცვლად ამისა, 2 ივლისს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კერძო კლუბების ხელმძღვანელებს ხმის არმქონე დამკვირვებლების როლი უნდა მინიჭებოდათ...

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 17 ივლისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას.

კლუბის პრესსამსახური გთავაზობთ ამ წერილის სრულ ვერსიას.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
კოკაია "კარაბას ბარაბასივით" არის ფეხბურთელებს "იყენებს" და მონურ პირობებში ყავს!!!
daviddavid
15:25 18-07-2013
0
რომელმა ჩადო და დინამოს მეპატრონემ ჩადო. შედეგიც სახეზეა. ზესტაფონი კიდე როგორც ჩანს მთლიანად ევროთასებიდან შემოსული თანხებზე ყოფილა დამოკიდებული. (იქ უეფა. ტოტალიზატორიც) როცა გამოჩნდა დინამო ზესტაფონმა უბრალოდ ვეღარ გაუძლო კონკურენციას. კოკაიას იმდენი თანხა არ ჩაუდია რაც გინდის ნორმალური არსებობისთვის იყო საჭირო. პირიქით მგონია რომ არანაკლები გააკეთა და როცა გუნდი არარენტაბელური გახდა უბრალოდ მიაგდო!(აი ასე) სახელმწიფოს იმედად.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული