ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ

AutoSharing Option
ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დინამო" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისს" სასამართლოში უჩივის და საქმის ვითარებაში უკეთ გასარკვევად ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" ხელმძღვანელს, ნიკა ივანიშვილს მივმართეთ.

- ჩვენს კლუბს 85-წლიანი ისტორია აქვს. 2001 წელს, როცა შპს-ების ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობდა, სახელი შეეცვალა და "ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დინამო" დაერქვა.

ჩვენი კლუბი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ დამფუძნებლად დარჩა მაშინაც, როცა ეს საფეხბურთო კლუბი მერაბ ჟორდანიას და შპს "ბერმუხას" ხელში გადავიდა 90-იანი წლების დასაწყისში. მაშინ ჩვენი წილი ამ კლუბში 15 პროცენტი იყო, ჩვენ გვეკუთვნოდა "დინამოს" საწვრთნელი ბაზაც დიღომში.

როცა დაფუძნდა ახალი
კლუბი და მას "დინამო თბილისი" დაერქვა, ამ კლუბის 10 პროცენტი იყო ჩვენი და პლუს ბაზა.

ამის შემდეგ წინა ხელისუფლების ზეწოლის პირობებში "დინამოს" დიღმის ბაზა 600 000 ლარად დავთმეთ, რაც არარეალური ფასია, ერთი კვადრატული მეტრი 15 ლარი გამოდის, თანაც, მიწის გარდა, ამ ბაზაზე შენობა-ნაგებობებიც ხომ იყო.

- წინა ხელისუფლების ზეწოლაში რას გულისხმობთ?
- წლების განმავლობაში არ გვაძლევდნენ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, არადა, ამის არანაირი უფლება არ ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საკუთარი ბინის სარეესტრო ამონაწერი არ მოგცენ. მოკლედ, არ გვაძლევდნენ საბუთს იმაზე, რომ ეს ჩვენი ქონება იყო და ასეთ დროს ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ჩვენი შეხედულების მიხედვით გაგვესხვისებინა ჩვენივე ქონება. ერთი სიტყვით, ყველანაირად შებოჭილები ვიყავით.

- "დინამო თბილისის" პრეზიდენტს თუ შეხვდით მანამ, სანამ ბაზას 600 000 ლარად დათმობდით?
- შევხვდი და თვითონ ფიფიამ მითხრა გაყიდვის პირობები. როგორც კი შეთანხმებას მივაღწიეთ და ხელშეკრულება გაფორმდა, იმავე დღეს გაჩნდა ამონაწერიც საჯარო რეესტრიდან.

- ფიფიასგან ახლა რას ითხოვთ?
- იმის გათვალისწინებით, რომ ზეწოლის გამო დავთმეთ ამხელა ქონება, მოვითხოვთ ფულად კომპენსაციას. 2011 წლის ივნისში აუდიტს შევაფასებინეთ "დინამოს" დიღმის ბაზის ღირებულება და ასეთი ციფრი მივიღეთ - 10 მილიონი ლარი.

ჩვენს კლუბს თანხები ყველაზე უფრო იმისთვის სჭირდება, რომ ფეხბურთის გარდა, სპორტის სხვა სახეობებსაც მიეხედოს.

სანამ ფიფია გახდებოდა "დინამო თბილისის" პრეზიდენტი, ეროვნული სტადიონის აქციათა 34 პროცენტი ჩვენი იყო, მერე კი თბილისის მერიამ 11 პროცენტზე ჩამოგვიყვანა. ადრე სხვადასხვა სპორტული სექცია იყო ამ სტადიონზე, ახლა კი მხოლოდ მაღაზიებია.

მერიას უნდა ვკითხოთ, რატომ გადასცა ფიფიას ეს სტადიონი 49 წლით მართვაში. ფიფიას არაპარტნიორული დამოკიდებულება აქვს სხვებთან.

- არსებობს წერილი, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე აწერს ხელს და ამ წერილში საუბარია ამ სადავ
ო საკითხის მოგვარებაზე, კონსესუსის მიღწევაზე, თუმცა მერე გაჩნდა კიდევ ერთი, საპასუხო წერილი რომან ფიფიას სახელზე, რომელსაც ასევე რამდენიმე ცნობილი პიროვნება აწერს ხელს: უწინდელ წერილზე ხელი ისე მოგვაწერინეს, რომ შეცდომაში შეგვიყვანესო... ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, გელა კეტაშვილი - ამ საპასუხო წერილსაც ასეთი ხალხი აწერს ხელს...
- სამწუხაროდ, არც პირველ წერილზე და არც მეორეზე ამ ხალხმა ხელი ისე მოაწერა, რომ ყურადღებით არ წაუკითხავს, იქ რა ეწერა. ვფიქრობ, მეორე წერილს მათ ფიფიას ზეწოლით მოაწერეს ხელი.

- იურიდიულად რა ეტაპზეა ეს საქმე?
- სასამართლომ საქმე დღეს წარმოებაში მიიღო.

- ამ პერიპეტიებით "დინამო თბილისის" გუნდს ხელი არ შეეშლება?
- არანაირად, უბრალოდ, ბაზის გასხვისების უფლება შეუჩერდა "დინამო თბილისს" ათი დღით. არ იყო გამორიცხული, რომ ეს ბაზა იპოთეკით დაეტვირთათ და დიდი კრედიტი აეღოთ, ანუ ბაზა რომ დატვირთულიყო ვალდებულებით.

- რამდენად გაქვთ იმის იმედი და შანსი, რომ სასამართლო თქვენთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს?
- სამართლიანობის აღდგენა ახლა ძალიან აქტუალურია და ეს სპორტშიც უნდა მოხდეს. არავისთვის არ უნდა იყოს საკამათო, რომ სპორტიც "ნაციონალური მოძრაობის" ზეწოლის ქვეშ იყო.

რედაქციისაგან:
"დინამოსთან" დაკავშირებით, დღეს ჩვენ შემოგთავაზეთ მოდავეთაგან ერთი მხარის პოზიცია. მზად ვართ, "ლელოს" უახლოეს ნომერში დავაფიქსიროთ მეორე მხარის მოსაზრებები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

ნიკა ივანიშვილი: მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ
რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს
სკ "დინამო თბილისის" განცხადება: ვიღაცებს ხელის მოთბობა უნდათ!
მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?
მკითხველის კომენტარები / 25 /
*** რა ამ არაკაცს, სად იყო აქამდე ეს *** ?
koka
21 ივლისი 2013 16:00
0
სახეზე ეტყობა რა ფულისტია ეს ივანიშვილი!!
dato
20 ივლისი 2013 20:11
0
ეს ივანიშვილი ვინაა საერთოდ, რა გააკეთა დინამოსთვის, ბაზა დამპალი რო იყო და ინგრეოდა, ღიბრაძეს და მის მეგობრებს აგურ აგურ გაქონდათ და ახლა კიდე ფულს ითხოვენ? უნამუსობის მეტი არაფერი ქვია ამას, როცა ქართული საქმის გაკეთების მაგივრად ძირის გამოთხრას ცდილობ მხოლოდ შენს სასიკეთოდ!!!
დათო
19 ივლისი 2013 22:16
0
სუფთა ქართული სიუჟეტია რა, გაფარჩაკებული გაუბედურებული ამ ივანიაშვილისნაირი ფარჩაკების ხელში დინამო ჩაიბარა კაცმა, ააშენა დაამშვენა გუნდს პერსპექტივა გაუჩინა და ახლა მოუნდათ ხელების მოთბობა სხვის ხარჯზე, ესენი მანამდეც პარაზიტები იყვნენ და რა შეცვლიდათ?!!!!1
dato
19 ივლისი 2013 11:02
0
მოგესალმებით დინამოს გულშემატკივრებო.
მე დინამოს რიგითი გულშემატკივარი გახლავართ, მემგონი დადგა დრო შევიკრიბოთ დინამოს ბაზასთან და დავანახოთ ჩვენი ძალა იმ ხალხს ვინც დინამოს და ბატონ რომან ფიფიას უკვე დაუფარავათ ებრძვის. დავანახოთ ამ არაკაცებს რომ დინამო და ფიფია მარტო არ არიან. მე დინამოს ფანკლუბის წევრი არა ვარ და მივმართავ თხოვნით დინამოს ფან კლუბს დაადგინოს შეკრების დღე და გაავრცელოს ინტერნეტის საშუალებით. დინამოს რიგითი გულშემატკივრები თქვენს გვერდით გვიგულეთ
zura1
19 ივლისი 2013 10:37
0
...ან რომ გაყიდე ის ფული სად წაიღე?...შენი იყო რომ ყიდიდი?...ვინ მოგცა, რა ფაფსში?...მოკლედ ნერვებს ვერ ვთOკავ... ეს ჭიაყელა საიდანღა ამოძვრა?
murtalo
19 ივლისი 2013 00:31
0
ამათი ფულიჭამია დედას შე****ცი
:@ :@ ფანებო მოქმედებაა საჭირო თორე დინამოს უჭირს :(
Beniamin
18 ივლისი 2013 22:08
0
ადმინ ვერც რეგისტრას გავდივარ რატომღაც და ვერც ავტორიზაციას, რატო ვერ ვრეგისტრირდები?
TaroSochi
18 ივლისი 2013 21:16
0
nodarichi123
100% გეთანხმები ბრატ!
TaroSochi
18 ივლისი 2013 21:13
0
batono tu boroto nikav shors xelebi dinamodan, dinamo mgoni nakrebzec metia qartveli eristvis da sakutari ojaxi tu giyvars miayene.
nodarichi123
18 ივლისი 2013 20:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული