აბაიომი ოვონიკოკო ბელგიიდან "გაგრაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
აბაიომი ოვონიკოკო მომავალ სეზონს "გაგრაში" გაატარებს. ეს ინფორმაცია კლუბის წარმომადგენელმა მიხეილ აფხაზავამ მოგვაწოდა.

"ოვონიკოკო ბელგიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მისით დაინტერესებული იყო "ლოკერენი". ამ გუნდში საკონტროლო შეხვედრაში გოლიც გაიტანა და თითქოს მისი დარჩენა გადაწყვეტილი იყო.

სხვა უცხოური გუნდებიც იწვევდნენ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ "გაგრაში" დააბრუნა, რადგან მიაჩნია, რომ გარკვეული პერიოდი საქართველოში თამაშით ფორმას აღიდგენს და უცხოეთში დამკვიდრებას უფრო ადვილად მოახერხებს.

სავარაუდოდ, ოვონიკოკოს გასხვისებას "გაგრა" იანვრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება",
- გვითხრა აფხაზავამ.

მისი თქმით, კლუბს ასევე დაუბრუნდა მარჯვენა მცველი ცოტნე ხარაბაძე, რომელსაც უმაღლეს ლიგაში დებიუტი 15 წლის (!) ასაკში ჰქონდა, იყო გიორგი დევდარიანის ნაკრების წევრი და ერთ-ერთ უნიჭიერეს მცველად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო წელია დაიკარგა.

20 წლის ხარაბაძემ "გაგრაში" რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ მისი დატოვება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ხარაბაძე ამ გუნდის ღირსებას 2009-10 წლებშიც იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგრაში ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი იყო. თავიდ დროზე არ დააფასსეს და ახლა დაიწყეს მათი დაბრუნება.? კარგია
messi
12:38 25-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული