სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის კონ­კუ­რენ­ცია - ერ­თი კლუ­ბი, ერ­თი აგენ­ტი, ერ­თი სცე­ნა­რი...

AutoSharing Option
"ზეს­ტა­ფონს" თორ­ნი­კე გორ­გი­აშ­ვი­ლი და­უ­პი­რის­პირ­და (იხილეთ ვრცლად). ზეს­ტა­ფო­ნელ­თა 25 წლის შუ­ა­ხა­ზე­ლი გუნ­დის სე­ზონისწი­ნა სამ­ზა­დის­ზე არ გა­მოცხად­და და ფე­რო­ე­ლებს არც თურ­ქულ შეკ­რება­ზე გაჰ­ყო­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში - "ზეს­ტა­ფონ­თან" კონ­ტ­რაქ­ტის ანუ­ლი­რე­ბას ითხოვს.

ფე­დე­რა­ცი­ის ფეხ­ბურ­თელ­თა სტა­ტუ­სის კო­მი­ტე­ტი ამ სა­კითხს 26 ივ­ლისს გა­ნი­ხი­ლავს, თუმ­ცა გაჩ­ნ­და ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი და კლუ­ბი თვი­თონ მო­რიგ­დე­ბი­ა­ნ.

რო­გორც უნ­და იყოს, არა მგო­ნია, რომ გორ­გი­აშ­ვილს ეს ნა­ბი­ჯი და­მოუ­კი­დებ­ლად, ვი­ღა­ცის რჩე­ვის გა­რე­შე გა­და­ედ­გა. ის 25 წლის არის, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში სამ­ჯერ უთა­მა­შია, აქვს კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, სატ­რან­ს­ფე­როდ სა­ინ­ტე­რე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია.

მოკ­ლედ,
გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ გორ­გი­აშ­ვილს რო­მე­ლი­მე აგენ­ტი და­ე­ლა­პა­რა­კა, რჩე­ვა მის­ცა და ფეხ­ბურ­თელ­მაც და­უ­ჯე­რა მას - თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტის სტა­ტუ­სი ხომ ტრან­ს­ფერს აად­ვი­ლებს.

ზო­გა­დად, კარ­გია, რო­ცა ფეხ­ბურ­თელს ჰყავს ისე­თი აგენ­ტი, რო­მე­ლიც მას სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს აძ­ლევს. ფეხ­ბურ­თე­ლი ასე­თი აგენ­ტით თავს იცავს, რომ კლუ­ბი უსა­მარ­თ­ლოდ არ მო­ექ­ცეს და კა­რი­ე­რა­ში სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას. არა­ერ­თხელ მომ­ხ­და­რა, ნი­ჭი­ერ ფეხ­ბურ­თელს არას­წო­რი ნა­ბი­ჯი გა­და­უდ­გამს და ამის გა­მო ისე ვერ წა­სუ­ლა წინ, რო­გორც მის ნიჭს შე­ე­ფე­რე­ბო­და.

ამის მა­გა­ლი­თი ბევ­რია. ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და 18 წლის და ფი­ნან­სუ­რად ღო­ნი­ერ კლუბ­თან ხუთ­წ­ლი­ან კონ­ტ­რაქტს აწერს ხელს. ცხა­დია, კლუ­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ ნი­ჭი­ერ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოს. ახალ­გაზ­რ­და ფეხ­ბურ­თე­ლის­თ­ვის ტი­ტუ­ლო­ვა­ნი და ფინან­სუ­რად ძლი­ე­რი კლუ­ბი მიმ­ზიდ­ვე­ლია, ოღონ­დაც ნაკ­ლე­ბად ფიქ­რობს იმა­ზე, თუ გან­ვი­თა­რე­ბის რა პი­რო­ბე­ბი ექ­ნე­ბა იმ კლუბ­ში, რო­მე­ლიც შე­დეგ­ზე მკაც­რად არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, იწ­ვევს ლე­გი­ო­ნე­რებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მოქ­მედ თუ ყო­ფილ ფეხ­ბურ­თე­ლებს.

ასე­თი კლუ­ბის პირ­ველ გუნ­დ­ში მოხ­ვედ­რა ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის ძა­ლი­ან ძნე­ლია და მე­ო­რე გუნ­დ­ში უწევს ყურ­ყუ­ტი. მი­სი გა­და­ბი­რე­ბით სხვა ქარ­თუ­ლი გუნ­დი თუ და­ინ­ტე­რეს­და, სატ­რან­ს­ფე­რო ფა­სი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ იმ კლუბს ამ­დე­ნის გა­დახ­და არ უღირს.

და სად არის ასეთ დროს ფეხ­ბურ­თე­ლის აგენ­ტი? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი?

კონ­ტ­რაქ­ტ­ში უნ­და ჩა­ი­წე­როს კონ­კ­რე­ტუ­ლი სატ­რან­ს­ფე­რო თან­ხა, რომ­ლის გა­დახ­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში სხვა კლუბს შე­უძ­ლია ამ ფეხ­ბურ­თე­ლის აყ­ვა­ნა. ცხა­დია, ეს თან­ხა რე­ა­ლუ­რი უნ­და იყოს, ასე­ულათა­სო­ბით დო­ლარს მე­ო­რე გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­ში არა­ვინ გა­და­იხ­დის, თუ ის რო­მე­ლი­მე ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში სას­წა­უ­ლებს არ მო­ახ­დენს.

დაც­ვის მორ­იგი მე­ქა­ნიზ­მი ის არის, რომ კონ­ტ­რაქ­ტი არ იყოს ხუთ­წ­ლი­ა­ნი.

არ­სე­ბობს კი­დევ ერ­თი მე­ქა­ნიზ­მიც: თუ ფეხ­ბურ­თელს კლუ­ბი სხვა გუნ­დ­ში ანათხოვ­რებს, იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო უნ­და ეთ­ვ­ლე­ბო­დეს კლუბ­თან კონ­ტ­რაქ­ტის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა­ში - ანუ გა­ვა­ნათხოვ­რე ჩე­მი ფეხ­ბურ­თე­ლი ექ­ვ­სი თვით, მაგ­რამ ეს ექ­ვ­სი თვე კონ­ტ­რაქ­ტის ვა­დას არ აკ­ლ­დე­ბა და რამ­დენ­ჯე­რაც უნ­და გა­ვა­ნათხოვ­რო ფეხ­ბურ­თე­ლი, სა­ნამ ხუთ წე­ლი­წადს ჩემ­თან არ გა­ა­ტა­რებს, მი­სი კონ­ტ­რაქ­ტი არ ამო­ი­წუ­რე­ბა.

რო­ცა კლუ­ბი ასეთ პი­რო­ბას უყე­ნებს ფეხ­ბურ­თელს, სწო­რედ მა­შინ სჭირ­დე­ბა მო­თა­მა­შეს კარ­გი აგენ­ტი.

მე­ნე­ჯე­რის პრო­ფე­სია მხო­ლოდ ის არ არის, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი ერ­თი გუნ­დი­დან მე­ო­რე­ში გა­და­იყ­ვა­ნოს, მან უნ­და და­იც­ვას ამ ფეხ­ბურ­თე­ლის სხვა ინ­ტე­რე­სე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ფი­ფას რე­გუ­ლა­ცია არ კრძა­ლავს იმას, კონ­ტ­რაქ­ტ­ში ჩა­ი­წე­როს, რომ ფეხ­ბურ­თელ­მა სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი ათი მატ­ჩი აუცი­ლებ­ლად სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უნ­და ითა­მა­შოს.

თბი­ლის­ში ამ დრო­ის­თ­ვის მხო­ლოდ ერ­თი ღო­ნი­ე­რი კლუ­ბია: "დი­ნა­მო თბი­ლი­სი". ფაქ­ტია ისიც, რომ ასე თუ ისე ნორ­მა­ლუ­რი სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ე­ბი თუ სკო­ლე­ბი მეტ­წი­ლად დე­და­ქა­ლაქ­შია, ანუ ნი­ჭი­ე­რი მო­ზარ­დე­ბის თავ­მოყ­რა ხდე­ბა თბი­ლის­ში და ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რ­დას თუ მის მშო­ბელს, ბუ­ნებ­რი­ვია, დე­და­ქა­ლა­ქური კლუ­ბი ურ­ჩევ­ნი­ათ პე­რი­ფე­რი­ულს.

ად­რე "ვიტ ჯორ­ჯია" იყო ისე­თი კლუ­ბი, ეფექ­ტურ სე­ლექ­ცი­ას რომ ახერ­ხებ­და, ახ­ლა კი თბი­ლის­ში, "დი­ნა­მოს" გარ­და, არ არ­სე­ბობს ამ­ბი­ცი­უ­რი, წელ­გა­მარ­თუ­ლი კლუ­ბი. არა­და, კონ­კუ­რენ­ცია აუცი­ლე­ბე­ლია, კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­რე­შე ვიღებთ არა­ჯან­საღ გა­რე­მოს.

რჩე­ვა, ახა­ლი გუნ­დის მო­ძებ­ნა და დაც­ვა სჭირ­დე­ბათ მწვრთნე­ლებ­საც. ჩვენ­თან ჯერ არ ჩა­ნან ისე­თი მე­ნე­ჯე­რე­ბი, ქარ­თ­ვე­ლი მწვრთნე­ლე­ბის ტრან­ს­ფე­რებ­ზე რომ იმუ­შა­ვე­ბენ. არის მხო­ლოდ მა­მუ­კა ჯუ­ღე­ლი, რო­მელ­მაც გი­ორ­გი და­რა­სე­ლია წა­იყ­ვა­ნა "ხა­ბა­როვ­ს­კ­ში".

სა­ერ­თოდ, ჯუ­ღე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მენე­ჯე­რია, თა­ნაც ისე­თი, ვი­საც კონ­კუ­რენ­ტი ნამ­დ­ვი­ლად არ ჰყავს. სხვა ქარ­თ­ველ აგენ­ტებს ვგუ­ლის­ხ­მობთ, არა­და, კონ­კუ­რენ­ცია აქაც აუცი­ლე­ბე­ლია. გა­ნა ნორ­მა­ლუ­რია, რომ თით­ქ­მის ყვე­ლა ნი­ჭი­ე­რი ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის აგენ­ტი ჯუ­ღე­ლია?

ჯუ­ღელ­მა შექ­მ­ნა აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი გო­რის "დი­ლა" წელი­წადნა­ხევ­რის წი­ნათ. რომ არა ის, ამ­დე­ნი კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი ერ­თ­ბა­შად ვერ მოხ­ვ­დე­ბო­და "დი­ლა­ში". ამ გუნ­დ­ში ახ­ლაც არი­ან ჯუ­ღე­ლის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და ზო­გი მათ­გა­ნი "დი­ლა­ში" დარ­ჩე­ნას მა­ნამ­დე აპი­რებს, სა­ნამ გუნ­დი ევ­რო­სარ­ბი­ელ­ზე გა­მო­დის.

შე­საძ­ლოა, ეს ჯუ­ღე­ლის გულ­მოწყა­ლე­ბის შე­დე­გია, ან უბ­რა­ლოდ იმის, რომ ამ კონ­კ­რე­ტულ პე­რი­ოდ­ში მა­თი უცხო­ურ გუნ­დ­ში გა­დას­ვ­ლა ვერ ხერ­ხ­დე­ბა.

ბევ­რის­გან გა­ი­გო­ნებთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის ჰყავ­და და ეყო­ლე­ბაო. მარ­თ­ლაც, ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის ნი­ჭი თით­ქოს სის­ხ­ლ­ში გვაქვს. ალ­ბათ აგენ­ტო­ბა­საც თა­ვი­სე­ბუ­რი ნი­ჭი სჭირ­დე­ბა, მხო­ლოდ იღ­ბ­ლის ხარ­ჯ­ზე ვერ გა­ა­კე­თებ ბევრ და თა­ნაც სარ­ფი­ან ტრან­ს­ფერს.

ჯუ­ღელ­მა ქარ­თ­ველ ფეხ­ბურ­თე­ლებს ფუ­ლი აშოვ­ნი­ნა, თუმ­ცა კონ­კუ­რენ­ტი მა­საც უნ­და გა­მო­უჩ­ნ­დეს - ერ­თი კა­ცის მი­ერ მარ­თუ­ლი სატ­რან­ს­ფე­რო ბა­ზა­რი, ცო­ტა არ იყოს, მო­საწყე­ნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იცით რა ვერ გავიგე? გორგიაშვილით იწყებ და ჯუღელით ამთავრებს, იქნება ვინმემ გამარკვიოს რა შინაარსის არის და რისი მომცემია ეს სტატია?

zestafani!
17:40 24-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული