"ზესტაფონმა" ორი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" მატებაა - მარგველთა რიგებს ორი გამოცდილი ფეხბურთელი შეუერთდა.

31 წლის მცველი ილია კანდელაკი და 32 წლის ფორვარდი გიორგი ადამია თავიანთი ახალი კლუბის ღირსებას მომდევნო ერთი წლის მანძილზე დაიცავენ.

ორიოდე სიტყვით საქართველოს ორგზის ჩემპიონთა რიგებში მოსული ახალწვეულების შესახებ:

ილია კანდელაკი
მცველი
დაბადებული - 26.12.1981.
სიმაღლე - 181 სმ.
წონა - 73 კგ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ასპარეზობდა: თბილისის "დინამოში" (2000-05), ოდესის "ჩერნომორეცში" (2005-07), იენის "კარლ ცაისში" (2007-08), გრაცის "შტურმსა" (2008-10) და ბაქოს "ინტერში" (2010-13).

ილია კანდელაკს
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული. ზესტაფონელთა ახალწვეული საქართველოს ეროვნული თასის 2004 წლის გათამაშების გამარჯვებული და ქვეყნის 2005 წლის ჩემპიონი გახლავთ.

გიორგი ადამია
თავდამსხმელი
დაბადებული - 10.03.1981.
სიმაღლე - 175 სმ.
წონა - 68 კგ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: თბილისის "თსუ"-ში (1998-2001), თბილისის "ვიტ-ჯორჯიაში" (2001-04), ბაქოს "ნეფტჩიში" (2004-08), საფეხბურთო კლუბ "ბაქიში" (2008-10), აგდამის "ყარაბახსა" (2010-12) და ბაქოს "ინტერში" (2012-13).

გიორგი ადამია არის საქართველოს 2004 წლის ჩემპიონი, აზერბაიჯანის 2005 წლის ჩემპიონი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თასის 2006 წლის გათამაშების გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი.

გარდა ამისა, 2011 წელს გიორგი ადამიას აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლის ტიტულიც აქვს მოპოვებული.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული