რატკო დოსტანიჩი: წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის

AutoSharing Option
27 ივლისს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თურქული შეკრების მიმდინარეობისას პირველი საკონტროლო მატჩი გამართა - საქართველოს ორგზის ჩემპიონი იმერლები თურქეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ "მანისასპორს" უგოლო შეხვედრაში დაუზავდნენ.

მატჩის შესახებ კომენტარი ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა რატკო დოსტანიჩმა გააკეთა.

"სულ რაღაც ორი კვირაა, რაც მე და ახალმა სამწვრთნელო შტაბმა გუნდი ჩავიბარეთ და მუშაობას შევუდექით. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებთ მუშაობას როგორც ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე, ასევე მათი ტაქტიკური განსწავლულობის დონის ამაღლებაზე...

ბოლო დღეებია გუნდს ფიზიკური დატვირთვები ჰქონდა... გადავწყვიტეთ თამაშის საშუალება ყველასათვის მოგვეცა და ამიტომაც ტაიმები
სხვადასხვა შემადგენლობებით ჩავატარეთ. პარალელურად, თანდათანობით ვცდილობთ ფეხბურთელები სათამაშო რიტმში შევიყვანოთ...

დღევანდელ მატჩში მიღებული შთაბეჭდილებები სხვადასხვა ხასიათისაა - ერთის მხრივ, უკმაყოფილო ვარ ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით, თუმცა, ამავე დროს, კმაყოფილი ვარ ფეხბურთელთა მიერ ნაჩვენები მონდომებითა და მოედანზე ბოლომდე გახარჯვის სურვილით...

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ გრძელი გზის დასაწყისში ვართ და წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის".

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


fczestafoni.ge


ასევე იხილეთ:
"ზესტაფონმა" თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგ-მატჩი გამართა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული