დინამო-ჟალგირისის ფანები ერევანში: საქართველო ერთიანია!

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხური "პიუნიკი" ლიტვურ "ჟალგირისს" დაუპირისპირდა.

ორი მატჩის ჯამში, შემდეგ ეტაპზე კაუნასის გუნდი გავიდა - შინ 2:0 მოგებული მატჩის მერე, გასვლაზე 1:1 ითამაშა.

ცხადია, სომხურ-ლიტვური შეხვედრები ჩვენი მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესოა.

ამ დაპირისპირებას ყურადღება სხვა რამის გამო მივაქციეთ: ერევანში გამართულ განმეორებით შეხვედრაზე, ძალიან კარგი ფაქტი მოხდა: "ჟალგირისის" ფანების გამოფენილი ერთ-ერთი ბანერი პოლიტიკური შინაარსის იყო - ერთიანი საქართველოს ფონზე ჩვენი დროშაა გამოსახული და აფხაზეთიც და სამაჩაბლოც კუთვნილ საზღვრებში ჩანს.

ეს ქართველი გულშემატკივრებისთვისაც გახდა ცნობილი და მათი აღტაცება მოჰყვა.

სოციალურ ქსელებში ქართველი ქომაგები ლიტველი გულშემატკივრებისადმი მადლიერებას და აღტაცებას არ მალავენ, სურვილიც გამოთქვეს, რომ "ჟალგირის" ფანებს დაუახლოვდნენ და დაუმეგობრდნენ.

მაგრამ საქმე ოდნავ სხვაგვარად არის: "დინამოს" გულშემატკივარი კობა კობაიძე ამბობს, რომ ეს ქართველების და ლიტველების ერთობლივი აქცია იყო:

"ლიტველები ჩვენი მეგობრები არიან. მათ ერევანში "დინამოს" ორი ფანი, თბილისელი სომეხი, ჩვენი მეგობარი და ერთ-ერთი აქტიური წევრი არტურ სადაგიანი და ზუკა რუხაძე გაჰყვნენ.

ბანერი სწორედ მათ გამოფინეს ერევნის სტადიონზე, მაგრამ მათ ხელი ლიტველებმა შეუწყვეს, ბალტიისპირელები ხომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ.

ასე სცადეს ბიჭებმა, რომ ხალხმა გაიგოს - აფხაზეთიც და სამაჩაბლოც საქართველოა და არა ცალკე ქვეყნები.

მატჩის შემდეგ ლიტველები თბილისში ჩამოვიდნენ და ორი დღეა, რაც მათ ვმასპინძლობთ. ისინი ჩვენი მეგობრები არიან და სხვაგვარად არც შიძლება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვენაცვალე ლიტველებს,დავაფასოთ ქართველებმა ეს...
MARADONA
20:56 29-07-2013
0
იმინა ძმებიი ტოო..
გენაცვალეთ
კარგი სომეხი მკვდარი სომეხი
messi001
19:17 29-07-2013
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული