"ზუგდიდი" ახალ ფეხბურთელებს იმატებს

AutoSharing Option
"ზუგდიდი" სეზონისთვის ემზადება და საკადრო პრობლემების მოგვარებას ცდილობს.

საბოლოოდ მაინც დადასტურდა "ლელოს" ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გუნდი რევაზ ჯიქიას დაიმატებდა.

30 წლის გამოცდილი თავდამსხმელი ბოლოს "სიონში" თამაშობდა. მაგრამ 2012 წლის ბოლოს ბოლნისი დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

შესაძლოა,"ზუგდიდში" გააგრძელოს კარიერა ბაქარ მირცხულავამაც.

21 წლის ცენტრალური მცველი კიშინიოვის "ზიმბრუში" წლეულს ზამთარში ჩაირიცხა, სეზონის ბოლოს 7 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სეზონის ბოლოს, მოლდოვიდან წასვლა ამჯობინა და საქართველოში დაბრუნდა. მას საკმაოდ საინტერესო წინადადებები ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, გაირკვა, რომ კონკრეტული არც
ერთი იყო და უგუნდობას ძალიან განიცდიდა.

შესაძლოა, ზუგდიდში დაბრუდეს ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძე, რომელიც გუნდში გასულ სეზონში გამოდიოდა.

"ზამთარში, თურქულ შეკრებაზე კოჭი დამიზიანდა, ძვლის ფრაგმენტი მქონდა ჩატეხილი. ორი ოპერაცია დამჭირდა და ახლა რეაბილიტაციას გავდივარ.

30 ივლისს ზუგდიდში მივდივარ, გუნდს მწვრთნელი უნდა გააცნონ და დამირეკეს, ჩამოდიო და ალბათ, ზუგდიდში დავრჩები.

მალე გამოვჯანმრთელდები და ვარჯიშს სრული დატვირთვით დავიწყებ," - გვითხრა ტყემალაძემ.

"ზუგდიდის" დირექტორ მალხაზ ჭეჟიას კიდევ ერთხელ დავკავშირდით და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ვკითხეთ:

"როდესაც ფული ანგარიშზე დაჯდება, მერე ვილაპარაკოთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული