40 წლის შემდეგ - ლონდონის "ტოტენჰემი" ისევ თბილისშია [PHOTO]

AutoSharing Option
20 აგვისტოს "ტოტენჰემ ჰოთსპური" თბილისში ჩამოვიდა. ლონდონურმა კლუბმა ჩარტერული რეისით იმგზავრა. ბრიტანელთა ხომალდი 23 საათზე დაეშვა თბილისის აეროპორტში.

"ტოტენჰემი" თბილისს 40 წლის მერე ესტუმრა. მაშინ "დინამო" სულ სხვა გუნდი იყო. ალბათ, ეს "ტოტენჰემიც" არ ჰგავს მაშინდელს.

პერსონალი კოსტიუმებში, გუნდი სპორტულ პიჟამოში - განსაკუთრებული არაფერი. "ტოტენჰემი" რაღაცნაირად უხმაუროდ ჩამოვიდა, აეროპორტში ვერ ნახავდით ამ გუნდის ჩვენებურ თუ ბრიტანელ ფანებს. "ტოტენჰემი" არ არის დიდი გუნდი და ვინძლო - ამიტომაც.

ორ ტოტენჰემელს გაზეთი ეჭირა ხელში, ორივე "სანის" მკითხველი აღმოჩნდა. "სანი" ბრიტანეთში ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთია,
მაგარი ტაბლოიდია და ფეხბურთსაც ვრცლად და გემრიელად აშუქებს.

"ტოტენჰემი" აეროპორტში ინტერვიუებისთვის არ შეყოვნდა და ჯიქურ სასტუმროსკენ აიღო გეზი. "თბილისი მარიოტთან" მათ ერთი თინეიჯერი გულშემატკივარი დახვდა, ლონდონელებთან რამდენიმე ფოტო გადაიღო და ავტოგრაფებიც მოინაგრა. ჟურნალისტებთან სასაუბროდ კი ლონდონელებს წუხელ არ ეცალათ, სასტუმროში რეგისტრაცია გადადეს და მყის სავახშმოდ გაემართნენ.

არ ვიცი, რატომ ჰქვია "დეზების" სტადიონს "თეთრი ირმის ბილიკი" ("უაით ჰართ ლეინი") და ვერც იმას გეტყვით, შუაღამით რატომ ივახშმეს "ტოტენჰემის" ფეხბურთელებმა. დასვენებულ-გამოძინებული "ტოტენჰემი" 21 აგვისტოს ალბათ უფრო გახსნილი იქნება ქართული მედიისთვის.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ტოტენჰემი ვინ ჩემი ფეხებია! დინამო+გვანცელაძე აი დიდი გუნდი!!!
v.v.a.
18:56 21-08-2013
0
ტოტენჰემს ამით არაფერი დააკლდება ჟურნალისტის შეფასებაში, დიდი გუნდია თუ არა. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი საფეხბურთო ბრენდი თბილისში ჰამბურგის მერე არ ჩამოსულა და ჩვენს პრესაში თუ ტელევიზიაში ერთი ნორმალური სტატია ან გადაცემა არ გაუკეთებიათ, რამდენიმე მწირი ინფორმაციის გარდა. მაინტერესებს, კვირას, როცა ტოტენჰემმა კრისტალ პალასთან ითამაშა, დინამოს რომელიმე წარმომადგენელი თუ დაესწრო? მეეჭვება.GMG-ის ხომ შეეძლო გაეკეთებინა ხვალინდელ თამაშზე გადაცემა, მაგრამ აბა სად სცალიათ,მაშინ ბელგრანოს და ჰურაკანის თამაშზე ხომ არ დარჩებათ დრო რომ ილაპარაკონ და გაარჩიონ. რა საფეხბურთო არხია, როცა შენი გუნდის თამაშს არაფერ გადაცემას არ უძღვნი,თან ასეთ გუნდთან?!
ynwa
16:48 21-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული