40 წლის შემდეგ - ლონდონის "ტოტენჰემი" ისევ თბილისშია [PHOTO]

AutoSharing Option
20 აგვისტოს "ტოტენჰემ ჰოთსპური" თბილისში ჩამოვიდა. ლონდონურმა კლუბმა ჩარტერული რეისით იმგზავრა. ბრიტანელთა ხომალდი 23 საათზე დაეშვა თბილისის აეროპორტში.

"ტოტენჰემი" თბილისს 40 წლის მერე ესტუმრა. მაშინ "დინამო" სულ სხვა გუნდი იყო. ალბათ, ეს "ტოტენჰემიც" არ ჰგავს მაშინდელს.

პერსონალი კოსტიუმებში, გუნდი სპორტულ პიჟამოში - განსაკუთრებული არაფერი. "ტოტენჰემი" რაღაცნაირად უხმაუროდ ჩამოვიდა, აეროპორტში ვერ ნახავდით ამ გუნდის ჩვენებურ თუ ბრიტანელ ფანებს. "ტოტენჰემი" არ არის დიდი გუნდი და ვინძლო - ამიტომაც.

ორ ტოტენჰემელს გაზეთი ეჭირა ხელში, ორივე "სანის" მკითხველი აღმოჩნდა. "სანი" ბრიტანეთში ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთია,
მაგარი ტაბლოიდია და ფეხბურთსაც ვრცლად და გემრიელად აშუქებს.

"ტოტენჰემი" აეროპორტში ინტერვიუებისთვის არ შეყოვნდა და ჯიქურ სასტუმროსკენ აიღო გეზი. "თბილისი მარიოტთან" მათ ერთი თინეიჯერი გულშემატკივარი დახვდა, ლონდონელებთან რამდენიმე ფოტო გადაიღო და ავტოგრაფებიც მოინაგრა. ჟურნალისტებთან სასაუბროდ კი ლონდონელებს წუხელ არ ეცალათ, სასტუმროში რეგისტრაცია გადადეს და მყის სავახშმოდ გაემართნენ.

არ ვიცი, რატომ ჰქვია "დეზების" სტადიონს "თეთრი ირმის ბილიკი" ("უაით ჰართ ლეინი") და ვერც იმას გეტყვით, შუაღამით რატომ ივახშმეს "ტოტენჰემის" ფეხბურთელებმა. დასვენებულ-გამოძინებული "ტოტენჰემი" 21 აგვისტოს ალბათ უფრო გახსნილი იქნება ქართული მედიისთვის.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ტოტენჰემი ვინ ჩემი ფეხებია! დინამო+გვანცელაძე აი დიდი გუნდი!!!
v.v.a.
21 აგვისტო 2013 18:56
0
ტოტენჰემს ამით არაფერი დააკლდება ჟურნალისტის შეფასებაში, დიდი გუნდია თუ არა. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი საფეხბურთო ბრენდი თბილისში ჰამბურგის მერე არ ჩამოსულა და ჩვენს პრესაში თუ ტელევიზიაში ერთი ნორმალური სტატია ან გადაცემა არ გაუკეთებიათ, რამდენიმე მწირი ინფორმაციის გარდა. მაინტერესებს, კვირას, როცა ტოტენჰემმა კრისტალ პალასთან ითამაშა, დინამოს რომელიმე წარმომადგენელი თუ დაესწრო? მეეჭვება.GMG-ის ხომ შეეძლო გაეკეთებინა ხვალინდელ თამაშზე გადაცემა, მაგრამ აბა სად სცალიათ,მაშინ ბელგრანოს და ჰურაკანის თამაშზე ხომ არ დარჩებათ დრო რომ ილაპარაკონ და გაარჩიონ. რა საფეხბურთო არხია, როცა შენი გუნდის თამაშს არაფერ გადაცემას არ უძღვნი,თან ასეთ გუნდთან?!
ynwa
21 აგვისტო 2013 16:48
0
არ მინდა შემრცხვეს რომ ქართველი ვარ. არ მინდა რომ დინამომ წააგოს დიდი ანგარიშით არადა ეს მოსალოდნელია დინამო-დილას თამაშიდან გამომდინარე.
გრიშა
21 აგვისტო 2013 16:42
0
არა ბებიათქვენისამ დინამოა დიდი გუნდი
ciklona
21 აგვისტო 2013 15:49
0
ეეე საცოდაო ჟურნალისტო ან დააანებე სპორტულ ჟურნალისტობას თავი ან ობიექტურად შეაფასე მოვლენები ! არა დიანმოა დიდი გუნდი ბებიაშენისამ
dato
21 აგვისტო 2013 15:48
0
ეეე საცოდაო ჟურნალისტო ან დააანებე სპორტულ ჟურნალისტობას თავი ან ობიექტურად შეაფასე მოვლენები ! არა დიანმოა დიდი გუნდი ბებიაშენისამ
ciklona
21 აგვისტო 2013 15:47
0
არის თუ არა დიდი გუნდი მაგას ხვალე ნახავთ ვაი ჟურნალისტებოოოო. მინდა მოშნად დაიხიოთ დინამო ხმა რა აგარ ქონდეთ ამოსაღები ამ არაფრის მაქნის უსაქმურებს და საერთოდ თამაშის სურვილი რო გაუქრეთთთთთთთთთთთთთთ.
დინამო თბილისი - ტოტენჰემი 0-6.
ჩოხააა
21 აგვისტო 2013 13:06
0
"ტოტენჰემი არ არის დიდი გუნდი..." სწორედ თქვენნაირმა ვაი ჟურნალისტებმა, ვაი კომენტატორებმა,ვაი მწვრთნელებმა და ვაი ფეხბურთელებმა მოკლეს ფეხბურთი საქართველოში!
ვალიკო
21 აგვისტო 2013 11:13
0
არ დაინდოთ დინამო, ბოლომდე გაანადგურეთ....
დილა! დილა! დილა!
მარი
21 აგვისტო 2013 10:49
0
ტოტენჰემი არ არი დიდი გუნდიო :D კაი რა... ტოტენჰემი ის გუნდია ,, დიდ გუნდებს" რომ ჭიმავს ხოლმე ძალიან ხშირად... დახვედრას რაც შეეხება ჩვენ საკალათბურთო ნაკრებს არ დახვდნენ და არ გაგკვირვებიათ, ტოტენჰემი რატოა გასაკვირი? ასეთი როჟები ვართ და ჰე...
PARFIUMER
21 აგვისტო 2013 10:37
0

სიახლეები პოპულარული