"ზესტაფონში" სანდრო გურული ვარჯიშობს

AutoSharing Option
22 აგვისტოს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ჩაერთვება.

მეტოქეობას ეროვნული თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალურ სტადიაში მარგველებს ვანის საფეხბურთო კლუბი "სულორი" გაუწევს.

უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ იმერული კლუბების პირველი სათასო შეხვედრა გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ვანის სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა ამ სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის შეთანხმების საფუძველზე, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ორივე სათასო მატჩის ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე" გამართვის შესახებ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის გარემოება, რომ ბოლო 2 დღის
განმავლობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს 27 წლის სანდრო გურული.

ქართველ ფეხბურთელს, რომელიც წარმატებულად ასპარეზობს როგორც ნახევარმცველის, ასევე თავდამსხმელის პოზიციებზე, ფრანგული "ლიონის" ახალგაზრდულ გუნდში, ლვოვის "კარპატიში", გორის "დილასა" და ბათუმის "დინამოში" უასპარეზია.

ზემოიმერული კლუბისა და სანდრო გურულის სამომავლო თანამშრომლობის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

წყარო: fczestafoni.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული