ანდრე ვი­ლაშ-ბო­აში: სტრატეგიაზე ჯერ არ გვიფიქრია

AutoSharing Option
ჯერ - ბუ­ქა­რეს­ტის "სტიაუა", ახ­ლა - ლონ­დო­ნის "ტო­ტენ­ჰე­მი", - ამ ზაფხულს თბი­ლის­ში ტი­ტუ­ლი­ა­ნი გუნ­დე­ბის ჩა­მოს­ვ­ლით მარ­თ­ლაც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლები ვართ.

მოკ­ლედ, 22 აგვისტოს გასამართი "დი­ნა­მო"-"ტო­ტენ­ჰე­მის" მატ­ჩი დიდ ინ­ტე­რესს რომ გა­მო­იწ­ვევს ქარ­თ­ველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში, ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა და არა მხო­ლოდ ქო­მა­გებ­ში: "დი­ნა­მო-არე­ნის" საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი მატჩის წინა დღეს თით­ქ­მის სავ­სე იყო! მი­ზე­ზი კი "ტო­ტენ­ჰე­მის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ან­დ­რე ვი­ლაშ-ბო­ა­შის წი­ნა­სა­მატ­ჩო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გახლდათ, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­და ქარ­თ­ვე­ლი თუ ინ­გ­ლი­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას.

თუმ­ცა, ვიდ­რე "ტო­ტენ­ჰე­მის" ახალ­გაზ­რ­და პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მწვრთნე­ლი ხუთშაბათს გასამართი მატ­ჩი­სა თუ თა­ვი­სი გუნ­დის სი­ახ­ლე­ებ­ზე (რამ­დე­ნად
გულ­წ­რ­ფე­ლი იყო, ამა­ზე თავს ნამ­დ­ვი­ლად ვერ დავ­დებთ - გ.ტ.) ისა­უბ­რებ­და, მა­ნამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კითხ­ვებს ინ­გ­ლი­სუ­რი კლუ­ბის ფრან­გი მცვე­ლი იუნის ქა­ბუ­ლი პა­სუ­ხობ­და.

- მი­მაჩ­ნია, რომ ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბის ამ სტა­დი­ა­ზე სუს­ტი გუნ­დი ვერ მოხ­ვ­დე­ბო­და. ასე რომ, "დი­ნა­მო" კარ­გი გუნ­დი უნ­და იყოს.

- შან­სებს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?
- "დი­ნა­მო­საც" და "ტო­ტენ­ჰემ­საც" ევ­რო­პა­ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე მოხ­ვედ­რა უნ­დათ, თუმ­ცა ჩვე­ნი მი­ზა­ნია, თბი­ლის­ში­ვე მი­ვაღ­წი­ოთ სა­სურ­ველ შე­დეგს.

- "ტო­ტენ­ჰე­მის­თ­ვის" რო­მე­ლი უფ­რო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია: ევ­რო­პა­ლი­გა თუ ინ­გ­ლი­სის პრე­მი­ერ­ლი­გა?
- ჩვე­ნი გუნ­დი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გაძ­ლი­ერ­და და ნე­ბის­მი­ერ მატ­ჩ­ში წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის ვიბ­რ­ძო­ლებთ. რა თქმა უნ­და, "დი­ნა­მოს­თან" ორ­რა­უნ­დი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი მა­ინც პრე­მი­ერ­ლი­გა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბა და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბაა.

- "ტო­ტენ­ჰე­მი" გუნ­დის უმ­თავ­რე­სი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვით, გა­რეთ ბე­ი­ლით და მის გა­რე­შე - ერ­თი და იგი­ვეა?
- რა თქმა უნ­და, ბე­ი­ლი ჩვე­ნი გუნ­დის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­გუ­რაა, მაგ­რამ "ტო­ტენ­ჰემს" სხვა არა­ერ­თი ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლიც ჰყავს.

- თქვე­ნი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­ტის­მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი ხომ არ არი­ან, რი­თაც შე­საძ­ლოა და­ი­სა­ჯონ კი­დეც "დი­ნა­მოს­თან" და­პი­რის­პი­რე­ბა­ში?
- მსგავ­სი არა­ვის­გან მსმე­ნია; მით უმე­ტეს, რომ ჩვენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვართ და ყვე­ლა მატჩს, მათ შო­რის, "დი­ნა­მოს­თა­ნაც", სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ვუდ­გე­ბით. ამა­ში ხვა­ლინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის დრო­საც დარ­წ­მუნ­დე­ბით.

Sportall.Ge

ან­დ­რე ვი­ლაშ-ბო­ა­ში: დი­ნა­მო­დან ჩის­კოს და ვუ­ოს გა­მოვ­ყოფ­დი
- ხვა­ლინ­დე­ლი მატ­ჩი­სათ­ვის რა სტრა­ტე­გი­ას ავირ­ჩევთ, ჯერ­ჯე­რო­ბით არც გვი­ფიქ­რია - პრე­მი­ერ­ლი­გის I ტუ­რის მე­რე პირ­ვე­ლი ვარ­ჯი­ში ხომ ახ­ლა უნ­და ჩა­ვა­ტა­როთ.

- "დი­ნა­მოს­თან" ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით იას­პა­რე­ზებთ?
- სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ტრავ­მის გა­მო იან ვერ­ტო­გე­ნი და აარონ ლე­ნო­ნი ხვალ ვერ ითა­მა­შე­ბენ.

- თქვე­ნი აზ­რიც გვა­ინ­ტე­რე­სებს: პრე­მი­ერ­ლი­გა უფ­რო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ თუ ევ­რო­პა­ლი­გა?
- სხვა­თა შო­რის, წი­ნა სე­ზონ­ში ორი­ვე ტურ­ნირ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ, წარ­მა­ტე­ბე­ბი­სათ­ვის მიგ­ვეღ­წია; ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თი და იგი­ვე შე­მად­გენ­ლო­ბით გუნ­დი ხუთ­შა­ბათს ევ­რო­პა­ლი­გა­ზე თა­მა­შობ­და, კვი­რა დღეს კი - პრე­მი­ერ­ლი­გა­ში. ანა­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბაა ამ სე­ზონ­შიც, თუმ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, ევ­რო­პა­ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის საგ­ზუ­რი უნ­და მო­ვი­პო­ვოთ.

- სა­ვა­რა­უ­დო ახალწ­ვე­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა ხდე­ბა: კო­ენ­ტ­რაო და უილი­ამ­სი მა­ლე ჩა­ი­რიცხე­ბი­ან "ტო­ტენ­ჰემ­ში"?
- არც კო­ენ­ტ­რა­ოს და არც უილი­ამსს "ტო­ტენ­ჰემ­თან" კონ­ტ­რაქ­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­ფორ­მე­ბი­ათ. ჩვენ გვყავს საკ­მა­ოდ კარ­გად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გუნ­დი, თუმ­ცა არ გა­მოვ­რიცხავთ, რომ შე­საძ­ლოა, კი­დევ და­ვი­მა­ტოთ ვინ­მე.

სა­ერ­თოდ კი, ეს საქ­მე ჩვე­ნი ახა­ლი ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, ფრან­კო ბალ­დი­ნის კომ­პე­ტენ­ციაა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასეთ­მა გა­მოც­დილ­მა მე­ნე­ჯერ­მა ჩვენს კლუბ­ში და­იწყო მოღ­ვა­წე­ო­ბა.

- "დი­ნა­მოს" შე­სა­ხებ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ?
- "სტი­ა­უ­ას­თან" ორი­ვე მატ­ჩის ჩა­ნა­წე­რი ვნა­ხე; ამას გარ­და, ჩვე­ნი კლუ­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ეს­წ­რო "დი­ნა­მო­სა" და "ზეს­ტა­ფო­ნის" შეხ­ვედ­რას. საკ­მა­ოდ კარ­გი გუნ­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით, კონ­ტ­რშე­ტე­ვებ­შია სა­ხი­ფა­თო. "დი­ნა­მო­დან" ორ ფეხ­ბურ­თელს გა­მოვ­ყოფ­დი: ჩის­კო­სა და პატ­რიკ ვუ­ოს. სხვა­თა შო­რის, ვუო თა­ვის დრო­ზე პორ­ტუ­გა­ლი­ურ "აკა­დე­მი­კა­ში" ჩე­მი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით თა­მა­შობ­და.

- 2010/11 წლე­ბის სე­ზონ­ში, რო­ცა "პორ­ტუს" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი იყა­ვით, სე­ზო­ნი 4 ტი­ტუ­ლით და­ამ­თავ­რეთ. რო­გორ ფიქ­რობთ, იგი­ვეს მიღ­წე­ვა ინ­გ­ლი­სურ პრე­მი­ერ­ლი­გა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა?
- ინ­გ­ლის­ში ბევ­რად უფ­რო მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ციაა და თით­ქ­მის ყვე­ლა გუნ­დ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი იდე­ბა. თუ არ ვცდე­ბი, ერ­თა­დერ­თხელ იყო, ერ­თ­მა გუნ­დ­მა სე­ზო­ნი 3 ტი­ტუ­ლით რომ და­ამ­თავ­რა: "მან­ჩეს­ტერ­მა" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზეც გა­ი­მარ­ჯ­ვა, პრე­მი­ერ­ლი­გა­შიც და ასო­ცი­ა­ცი­ის თას­ზეც. ანუ, რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, ინ­გ­ლის­ში ოთხი­ვე შე­საძ­ლო ტი­ტუ­ლი არც ერთ გუნდს არ მო­უ­გია. თუმ­ცა, იმე­დი მაქვს, ჩე­მი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით "ტო­ტენ­ჰე­მი", სულ მცი­რე, ერთ ტი­ტულს მა­ინც მო­ი­პო­ვებს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, წი­ნას­თან შე­და­რე­ბით, ამ სე­ზონ­ში უფ­რო ძლი­ე­რი გუნ­დი გე­ყო­ლე­ბათ?
- ჩე­მი აზ­რით, ეს შე­მად­გენ­ლო­ბა უფ­რო ძლი­ე­რია, მით უმე­ტეს, კი­დევ ვა­პი­რებთ გაძ­ლი­ე­რე­ბას, ანუ მი­მაჩ­ნია, რომ "ტო­ტენ­ჰე­მი" პრე­მი­ერ­ლი­გის ერთ-ერ­თი ფა­ვო­რი­ტი იქ­ნე­ბა.

* * *
პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის მე­რე "ტო­ტენ­ჰე­მის" ვარ­ჯი­ში და­იწყო, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ქო­მა­გე­ბი­სათ­ვის ღია მხო­ლოდ 15 წუ­თი იყო.

თვალ­ში გვე­ცა სტუ­მარ­თა ხა­ლი­სი­ა­ნი გან­წყო­ბა: "ტო­ტენ­ჰე­მის" 5(!) მწვრთნე­ლი 16 ფეხ­ბურ­თელს ცალ­კე ავარ­ჯი­შებ­და, მე­კა­რე­ე­ბის მწვრთნე­ლი კი - გუნ­დის სამ გოლ­კი­პერს.

ამა­სო­ბა­ში 15 წუ­თიც მი­ი­ლია და სტა­დი­ო­ნის თა­ვა­ზი­ა­ნად და­ტო­ვე­ბაც მოგ­ვ­თხო­ვეს...

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული