გორის "დილა" ვენის "რაპიდთან" პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება
AutoSharing Option
22 აგვისტოს, გორის "დილა" ავსტრიაში, ვენის "რაპიდთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩს მართავს.
შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0.
ნუკრი რევიშვილის კარი შაუბმა 42-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ დალაშქრა. დასანანია, რომ მანამდე გოლის გატანის კარგი შანსი გრიგოლ დოლიძემ ვერ გამოიყენა.