აბაიომი ოვონიკოკო დეკემბრამდე "გაგრაში" ითამაშებს

AutoSharing Option
22 აგვისტოს "გაგრამ" ახალი სეზონი რუსთავში "მეტალურგთან" საქართველოს თასზე პირველი 1/16-ფინალური შეხვედრით გახსნა.

სად ითამაშებს გუნდი მომავალ სეზონში? ეს საკითხი კარგა ხანს გაურკვეველი იყო. საინტერესოა, რა სიტუაციაა სადღეისოდ. ამაზე კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ გვიპასუხა:

"მომავალ სამ საშინაო შეხვედრას "მერანზე" გავმართავთ. ამჟამად იქ მოედნის საფარი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია.

სტადიონის ხელმძღვანელობა სამუშაოებს აგრძელებს და იმედია, 5 სექტემბერს, როცა თელავის "კახეთს" უნდა ვუმასპინძლოთ, ყველაფერი წესრიგში იქნება.

რაც შეეხება მომდევნო საშინაო შეხვედრებს, ამ საკითხზე ჯერ ვერაფერს გეტყვით".

გუნდში ბევრი
სიახლეა. წლეულს შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა. ბოლო ცნობით, "გაგრამ" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაანათხოვრა - 31 დეკემბრამდე გიორგი ერისთავი იჯარით "სამტრედიაში" ითამაშებს. ერისთავი სამტრედიელია და მშობლიური ქალაქის გუნდში მისი განათხოვრების ერთ-ერთი წინაპირობა ესეც იყო.

აფხაზავას თქმით, გუნდმა "სასკოდან" დაიმატა ძმები - ბაქარ და ზაურ ქარდავები. გარდა ამისა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ დეკემბრამდე გუნდში დარჩება აბაიომი ოვონიკოკო. ის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჯერ "ზესტაფონში" თამაშობდა, შემდეგ - ვოლინის (უკრაინა) "ლუცკში", ისინჯებოდა ბელგიურ "ლოკერენში", მაგრამ საბოლოოდ, საქართველოში დაბრუნდა.

ოვონიკოკოს "გაგრასთან" ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. ცხადია, 21 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი "გაგრას" საგრძნობლად გააძლიერებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
arika vtxovot ovonikokos arcavides an ar cagvartvan tore ra eshveleba kartul fexburts, vai chvens patrons ubedurs? ra didi ambit gamoakveknet titkos barselonas fexburteli ikos. saidan mogkavt es chinga changebi, sasaciloa satirali rom ar ikos
gocha
20:28 23-08-2013
0

სიახლეები პოპულარული