"ზუგდიდს" ფული არ აქვს, მაგრამ გუნდი ახალ ფეხბურთელებს იმატებს, თანაც - უცხოელებს.
გუნდს 3 თამაშიდან მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხადია, გაძლიერება სჭირდება. ზუგდიდელი გულშემატკივარი მარტო ქულების რაოდენობით კი არა, თამაშის ხარისხითაც უკმაყოფილოა.
არადა, კობა წიტაიშვილს არაერთი კვალიფიციური შეგირდი ჰყავს.
"მიუხედავად შედეგებისა, მე თამაშით კმაყოფილი ვარ, - თქვა წიტაიშვილმა "მერანთან" მატჩის შემდეგ, - ბიჭებმა იბრძოლეს... საერთოდ, გასათვალისწინებელია, რომ "ზუგდიდს" შეკრებაც არ გაუვლია, ფეხბურთელებმა ვარჯიში ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე დაიწყეს, შეთამაშება და კონდიციები გვაკლია, მაგრამ მჯერა, გუნდი
"ლელო" უკვე წერდა, რომ რამდენიმე დღეა, "ზუგდიდში" ეგვიპტის ნაკრებში ნათამაშები (5 მატჩი, 1 გოლი) ამირ აზმი მოჰამედ მეგაჰედი ვარჯიშობს. გულშემატკივარი უკვე "მერანთან" შეხვედრაში ელოდა მის გამოჩენას, თუმცა ეგვიპტელი განაცხადში არ იყო.
წიტაიშვილი ამის მიზეზსაც განმარტავს და უფრო საინტერესო სიახლეებსაც გვიმხელს:
"მეგაჰედი მზადაა, "ზუგდიდს" უხელფასოდ დაეხმაროს, მაგრამ სულის მოსათქმელად ორიოდე დღე მივეცით და, ალბათ, შემდეგ ტურში ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ კიდევ ორი ეგვიპტელი ფეხბურთელი ჩამოგვყავს: ჯამალ ჰამზა, რომელიც "ალ ზამალეკსა" და გერმანიის ბუნდესლიგის "მაინცში" ირიცხებოდა. მას ეგვიპტის ნაკრებშიც უთამაშია. ბოლოს კი, თავის ქვეყანაში დაწყებული არეულობის გამო, ერაყში წავიდა.
ის თავდამსხმელია, თუმცა უკანდახეულ შემტევ ნახევარმცველადაც გამოგვადგება. მეგაჰედის დახმარებით, შესაძლოა, მესამე ეგვიპტელიც ჩამოვიყვანოთ. ეს არის აჰმედ აბუ მოსალემი. ის ფრანგულ "სტრასბურსა" და "აიაჩოში" თამაშობდა, მარცხენა მცველია და ევროპულ ტურნირებზე გამოსვლის გამოცდილება აქვს.
იმედია, ამ გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ჩვენი ბიჭებიც გაიზრდებიან, გუნდი გაძლიერდება და ჩემპიონატში ყველა მეტოქესთან იბრძოლებს. არ მსურს, ჩემი სამწვრთნელო კარიერა წარუმატებლად დაიწყოს".
ფოტოზე: აჰმედ აბუ მოსალემი
ახლა უფრო კონკრეტულად "ზუგდიდის" ახალ "ფარაონებზე" (ეგვიპტის ნაკრების მეტსახელი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"