ტოტენჰემი VS დინამო - ღირსების საქმე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 5-საათიანი ფრენის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ლონდონს ესტუმრა და "უოლტჰემ ები მერიოტ ოტელში" დაბინავდა.

28 აგვისტოსვე დუშან უჰრინმა გუნდი "უაით ჰარტ ლეინზე" ავარჯიშა.

"ტოტენჰემთან" თბილისში წაგებული მატჩის (0:5) შემდეგ, "დინამოს" შანსი რომ აღარ აქვს, ამაზე არავინ კამათობს. ამიტომაც ძნელია საბრძოლო განწყობაზე ლაპარაკი, თუმცა იმის კი გვჯერა, რომ ქართული ფეხბურთის ფლაგმანი, როგორც შეუძლია, ქვეყნისა და კლუბის ღირსებას მოუფრთხილდება.

Sportall.Ge

უჰრინმა ლონდონში ვერ წაიყვანა ტრავმირებული ჩისკო. სხვა მხრივ, "დინამოს" განაცხადი სტანდარტულია.

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა;
მცველები: გიორგი სეთურიძე,
გივი კვარაცხელია, გიორგი გველესიანი, დავით ხურცილავა, დავით კვირკველია, გიორგი შაშიაშვილი, დარკო გლიშიჩი;
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, დორინ გოგა;
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა, პატრიკ ვუო.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემი"-"დინამო" თბილისის დროით 23:05-ზე დაიწყება. ლუკა ბანტის თავკაცობით, მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

* * *
მატჩის წინა დღეს "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა Spurs TV-ს (საკლუბო ტელეარხი) ინტერვიუ მისცა.

როგორც პროფესიონალს სჩვევია, 35 წლის სპეციალისტს ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმაზე, რომ მისი გუნდი უკვე ჯგუფურ ეტაპზეა, პირიქით - საქმე ჯერ ბოლომდე გვაქვს მისაყვანიო, განუცხადა ჟურნალისტებს.

"თბილისში კარგად ვითამაშეთ და შედეგიც შესაფერისი მივიღეთ. ამან ჩვენი პოზიციები გაამყარა, თუმცა 5:0 არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულებულია - საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოტივაცია აღარ გვაქვს, ძალიან ცდება. ჩვენი მოტივაციაა ისიც, რომ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მივცეთ. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თამაში ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართება.

მთავარია, ბოლომდე მივიღოთ იმის გარანტია, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებით",
- თქვა ვილაშ-ბოაშმა Spurs TV-სთან ინტერვიუში.

* * *
თავის მოლოდინზე თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმაც ისაუბრა:

"ტოტენჰემი" არა მარტო ინგლისის, არამედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. პირველი მატჩი ჩვენ სტადიონზე დიდი ანგარიშით - 0:5 წავაგეთ.

ჩვენ გვქონდა ათწუთიანი ინტერვალი, როდესაც შეგვეძლო, "ტოტენჰემის" კარში გოლი გაგვეტანა, თუმცა არ გაგვიმართლა. მეტოქემ კი გოლები, ძირითადად, კონტრშეტევებზე გაგვიტანა.

"ტოტენჰემთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უსტარიცი და ჩისკო, რომლებიც გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებად ითვლებიან - ისინი ხვალინდელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდებია
ნ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აქა ამბავი გივი კვარაცხელიასა და პაულინიოს მეგობრობისა...
თვალსაზრისი: რატომ უყვართ ინგლისში ფეხბურთი სხვანაირად?..
დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
იხვის ტოლმა ტუ არის მართვით მამლებს საჭმელად.
maxo
23:07 29-08-2013
0
დღეს "დილა" გაგვახარებს, მომავალ წელს კი "დინამო". თამაშების დაწყებამდე შეგიძლიათ გაერთოთ
guja_kakhadze
14:43 29-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული