თვალსაზრისი: რატომ უყვართ ინგლისში ფეხბურთი სხვანაირად?..

AutoSharing Option
"დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩის მერე იყო, ერთი ჩვენებური ფეხბურთელი რომ გამოვიდა პირდაპირ ეთერში და თქვა - "ტოტენჰემს" ბიუჯეტი 200 თუ 300 მილიონი აქვს და ასეთ გუნდს როგორ უნდა მოვუგოთო?!

როგორ უნდა მოვუგოთ "ტოტენჰემს", ეს უფრო მწვრთნელის საქმეა, ხოლო ფულს რაც შეეხება - კლუბის, ოღონდაც, ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ და ილუზიებში არ უნდა ვიყოთ.

რაც ამ თვალსაზრისის მეორე აბზაცში წერია, ოდენ ჩემი აზრია, ფაქტები კი იმისთვის არსებობს, რომ გავიხსენოთ ისინი და სხვებსაც შევახსენოთ.

1998 წელი გამახსენდა. მაშინ თბილისის "დინამომ" ევროფრონტი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო
ეტაპით გახსნა. დინამოელებმა ჯერ ალბანური "ვლაჟნია" დაამარცხეს, მერე კი ბილბაოს "ატლეტიკს" გადაეყარნენ.

"ატლეტიკს" მაშინ ლუის ფერნანდესი წვრთნიდა. 1998 წელს იმ გუნდმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა.

მოკლედ, იმ მომენტისთვის "ატლეტიკი" ესპანეთის მეორე გუნდი იყო, რომელშიც ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობდნენ, მაგალითად - ხულენ გერერო და ხოსება ეჩებერია.

"დინამო"-"ატლეტიკის" წყვილში ფავორიტი, ცხადია, ბასკური გუნდი იყო, მაგრამ მატჩის წინ დიღმის ბაზაზე არ იყო კაპიტულანტური განწყობა. "დინამოს" მაშინ მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა, ხოლო შემადგენლობას რაც შეეხება, არა მგონია, ახლანდელი "დინამო" მაშინდელს ბევრად ჩამოუვარდებოდეს, შესაძლოა, არც არაფრით იყოს ნაკლები.

პირობებს რაც შეეხება, 1998 წლის "დინამოს" უკვე ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები, წამყვანი ფეხბურთელების ხელფასი კი 1 000-2 000 დოლარი იყო.

დღეს ამხელა ხელფასს ისეთ ქართულ გუნდებშიც არიგებენ, საქართველოს ჩემპიონობისთვის რომ ვერ იბრძვიან. მაშინ კი ასეთი ჯამაგირი დინამოელებს ჰქონდათ.

მოკლედ, 1998 წელს "დინამოს" ბილბაოს "ატლეტიკისთვის" რომ მოეგო, ჩემპიონთა ლიგაში შეაბიჯებდა. დინამოელებმაც მოინდომეს და მეტოქე თბილისში 2:1 დაამარცხეს. "დინამოს" მაშინ არ ჰყოლია 250 ათას ევროდ ნაყიდი აფრიკელი ლეგიონერი, არც უცხოელი მწვრთნელი, არც პრიმერა დივიზიონში ნათამაშები ფეხბურთელი, მაგრამ ესპანეთის მეორე გუნდს მაინც მოუგო.

საპასუხო შეხვედრაში "დინამო" კაცნაკლული დატოვეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში შესვლის საკითხი გიორგი კიკნაძეს შეეძლო გადაეწყვიტა, მაგრამ საგოლე შანსი ვერ გამოიყენა, "დინამო" 0:1 დამარცხდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში "ატლეტიკმა" შეაბიჯა...

მას შემდეგ 15 წელი გავიდა, ფეხბურთში დონე კიდევ უფრო გათანაბრდა და 5:0 ძალიან იშვიათი ანგარიში გახდა, თუ ფარერებს, ანდორას ან სან მარინოს გუნდებს არ ეთამაშები.

შარშანდელი ამბავიც მახსოვს, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბორისოვოს ბატე-მ "ბაიერნი" 3:1 დაამარცხა. ბავარიელები ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ, მხოლოდ ბასტიან შვაინშტაიგერი იჯდა სათადარიგოთა სკამზე.

როგორ გგონიათ, ბატე-ს და "ბაიერნის" ბიუჯეტი ძალიან დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან?! ბატე და "ბაიერნი" ძალიან განსხვავებულ ჩემპიონატებში არ თამაშობენ?!.

ფეხბურთი დემოკრატიული თამაშია და მხოლოდ ფული არ არის გადამწყვეტი, როცა გუნდს აქვს მომზადების და განვითარების ელემენტარული პირობები. არავინ დაძრახავდა "დინამოს", თუ ის "ტოტენჰემს" ვერ მოუგებდა, მაგრამ ხალხი სტადიონზე მაინც მივიდა, ალბათ, იმიტომ, რომ სჯეროდა "დინამოს" ფეხბურთელების ევროპული პოტენციალის; სტადიონზე მისულ ქომაგს არ ჰქონდა უიმედობის განცდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა იმ დიდ განსხვავებაზე, რაც არის "დინამოსა" და "ტოტენჰემის" ბიუჯეტებს შორის.

ვისაც ინგლისის ასოციაციის თასის თამაშები უნახავს, იქაც მასეა - დაბალბიუჯეტიანი კლუბები მაღალბიუჯეტიანებს ხვდებიან, ოღონდაც, ისეთ ბრძოლას უმართავენ, რაც ვერ ვნახეთ "დინამო"-"ტოტენჰემის" შეხვედრაში...

ინგლისში ამიტომაც უყვართ ფეხბურთი სხვანაირად...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
ფერნანდო, მე საქართველო არ მინახავს და შენი არ ვიცი. რაც დავიბადე სსრკ-ში მიწევს მას მერე ცხოვრება!
sosos
10:36 06-09-2013
0
სოსოს---შენ რომელი, არაგოიმი ერის წარმომადგენელი ხარ? ქართულად თუ წერ-მინიმუმ ცხოვრობდი საქართველოში..უმადურობა--ძალიან ცუდი ჩვევაა!
ფერნანდო
23:18 01-09-2013
0

სიახლეები პოპულარული