"დილაში" რუსული ფეხბურთის იმედად მონათლული ნახევარმცველი ითამაშებს

AutoSharing Option
გორის "დილამ" ორი ისეთი ტრანსფერი განახორციელა, რომელიც პერსპექტივაში გუნდს გააძლიერებს.

თავდაპირველად გიორგი ქვილითაიაზე ვთქვათ. 19 წლის თავდამსხმელმა ახალ გუნდში უკვე ივარჯიშა. როგორც იცით, ქვილითაიამ 2013 წლის იანვარში უნგრულ "დიორ ეტოსთან" გააფორმა ნახევარწლიანი (კიდევ 3 წლით გაგრძელების პერსპექტივით) კონტრაქტი.

სეზონის დასრულების შემდეგ ქვილითაიამ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა და აგერ, "დილაში" აღმოჩნდა.

"დილას" მეორე ახალწვეული რუსული ფეხბურთის იმედად მონათლული, 22 წლის ნახევარმცველი ნიკა ფილიევია. ის ახლა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ნაძალადევში, უიარაღოს ქუჩაზეა გაზრდილი.

5 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი სოჭში დასახლდა, მერე საცხოვრებლად
მოსკოვში გადავიდა, ხოლო ნიკა "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში შევიდა.

2009 წელს რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩიც რკინიგზელთა მაისურით ითამაშა. იმავე წლის 31 აგვისტოს ფილიევი მოსკოვის ცსკა-ში ჩაირიცხა, რომლის შემადგენლობაშიც, იმავე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 3 მატჩი ჩაატარა.

...მაგრამ კარიერა ტრავმამ აურია. მერე იყო პერმის "ამკარი", ცსკა-ში დაბრუნება, იჯარა ბრატისლავის "სლოვანში", წლეულს კი რუსეთის პირველი ლიგის "ვოლგარი" (ასტრახანი) და აქაც იჯარით. ნიკა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო.

უახლოეს დღეებში ქვილითაია და ფილიევი "დილასთან" ნახევარწლიან კონტრაქტებს გააფორმებენ. "რაპიდთან" კი, ცხადია, ვერ ითამაშებენ, რადგან "დილას" საევროპო განაცხადში არ არიან.

"ამ ფეხბურთელების ჩამოყვანა მამუკა ჯუღელმა და ლევან სილაგაძემ მოახერხეს. მიმაჩნია, რომ საინტერესო ფეხბურთელები არიან და გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. ფორმაში შესასვლელად ორივეს დრო სჭირდება" ,
- გვითხრა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოო ჰუმანიტურები ხართ რაა ავარჯიშეთ და შემდეგ გაუშვით,აბა 6 თვიანი ასე გამოდის.................
nukri
13:29 29-08-2013
0
ხოო ჰუმანიტურები ხართ რაა ავარჯიშეთ და შემდეგ გაუშვით,აბა 6 თვიანი ასე გამოდის.................
nukri
13:29 29-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული