მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრის პირველ ნახევარში გორელებს გატანის კარგი შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ გრიგოლ დოლიძემ მათი გამოყენება ვერ შეძლო.
სტუმრებმა ნუკრი რევიშვილის კარში გოლის გატანა მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეძლეს. თავი ლუის შაუბმა გამოიჩინა, რომელმაც "დილასთვის" გატანა ავსტრიულ მატჩშიც შეძლო.
შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის პირველ მატჩში "რაპიდმა" ანგარიშით 0:1 გაიმარჯვა და "დილას" ევროპის ლიგის ჯგუფში მოსახვედრად სამი გოლის გატანა მართებს.