ლაშა გვალია გორის "დილადან" ეკატერინბურგის "ურალში" მიდის

AutoSharing Option
გორის "დილა" ევროპის ლიგას დაემშვიდობა. როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდს (ჯერჯერობით) ორი ფეხბურთელი დატოვებს.

გიორგი ილურიძის ამბავი უკვე იცით. ამასობაში კიდევ ერთი ტრანსფერი მოგვარდა. "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ ლაშა გვალია კარიერას რუსეთში გააგრძელებს.

ეს ამბავი "დილას" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმაც დაგვიდასტურა.

ახლა დეტალებზე: ევროპალიგის პირველ ორ ეტაპზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებული ეკატერინბურგის "ურალი" გორელთა ორი წამყვანი მოთამაშით, ილურიძით და გვალიათი დაინტერესდა. ამათგან ილურიძემ რუსეთში თამაშს ხორვატულ "ჰაიდუკში" გადასვლა ამჯობინა; გვალიამ კი დაგვიდასტურა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რუსეთში უნდა გაემგზავროს და "ურალთან"
კონტრაქტი გააფორმოს.

21 წლის გვალია თემურ ქეცბაიამ ისე გამოიძახა ეროვნულ გუნდში, ჯერ ახალგაზრდული ნაკრების გემოც არ გაუგია წესიერად - ერთხელ ათამაშეს და ისიც ამხანაგურ შეხვედრაში. სამაგიეროდ, რუსებმა მასში პერსპექტივა დაინახეს და კონტრაქტსაც უფორმებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხაზე შეთანხმდნენ "დილა" და "ურალი".

შეგახსენებთ, რომ გვალია 2010-12 წლებში ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა, გორის "დილაში" კი 2012 წლის ზაფხულში გადავიდა და სათადარიგოთა სკამიდან გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა.

ორი წამყვანი მოთამაშის წასვლა გორის "დილას" ნამდვილად დაეტყობა. ჯერჯერობით გუნდში რჩება მეკარე ნუკრი რევიშვილი.

29 აგვისტოს საქართველოს ნაკრების კიპერმა გვითხრა, რომ კონკრეტული მიწვევა არ აქვს და სანამ სიტუაცია არ შეიცვლება, გორში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლაშა გვალია: "დილა" ევროპის ლიგის ჯგუფში - წარმოგიდგენიათ, რა იქნება?
მკითხველის კომენტარები / 10 /
დღუპავენ ამასაც რუსები, რუსეთიდან აღზევებული მე არავინ მინახავ ჯერ...წადი ევროპაში
დავით
16:11 30-08-2013
0
ურალში ჩისამბა ლუნგუ დაგხვდება და არ მოიწყენ, თან ცოტა მეგრულიც იცის ლუნგუმ და ჩაუძმაკაცდები
giorgi
16:33 30-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული