გიორგი ონიანი საოპერაციოდ გერმანიაში მიდის

AutoSharing Option
გიორგი ონიანი დღემდე ვერ ვარჯიშობს. ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მცველი მალე გერმანიაში გაემგზავრება.

"საოპერაციოდ ვემზადები. გერმანიაში წასვლას ამ თვეში ვაპირებ. თუმცა ახლა ყველა წვრილმანი არც ვიცი, დეტალებს იქ მეტყვიან. მთავარია, ოპერაციის შემდეგ მოედანს დავუბრუნდები.

რაც შეეხება ფინანსებს, ამაში დახმარებას ქუთაისის "ტორპედო" შემპირდა", - ამბობს ონიანი.

შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედოს" მცველი 10 აპრილს, ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" თამაშის დროს მძიმედ დაშავდა.

საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში, ბოლნისის "სიონთან" შეხვედრისას, ონიანი მოედნის დამცავ ბადეს შეეჯახა. მას კისრის მე-4 და მე-5 მალების მოტეხილობა აღმოაჩნდა.

კიდევ კარგი,
ონიანს ზურგის ტვინი არ დაუზიანდა. ამიტომ ყველაზე დიდი საფრთხე, რომ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებდა, გამოირიცხა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ამ ამბების შემდეგ ონიანისა და ქუთაისის "ტორპედოს" გზები გაიყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მისი და ამ გუნდის კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშის, ასევე ტრავმირებული ვალერი ბოლქვაძის ოპერაციებს დააფინანსებდა, რადგან "ტორპედო" მათ წინაშე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ონიანი: მადლობა ღმერთს, გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული