შოთა არველაძემ "აზ ალკმაარს" მწვრთნელობაზე თავაზიანი უარი უთხრა

AutoSharing Option
ჰოლანდიური "აქტიევად დედაგის" (AD) ცნობით, "აზ ალკმაარმა" ახალი მწვრთნელის ძიებისას ყოფილ ფეხბურთელ შოთა არველაძეს მიმართა.

40 წლის ქართველმა სპეციალისტმა, რომელიც ამჟამად "ქასიმფაშას" წვრთნის, თავაზიანი უარი უთხრა.

"არველაძემ განაცხადა, რომ მისთვის პატივია აზ-ის შეთავაზება, მაგრამ იძულებულია, მასზე უარი თქვას, რადგან პატივს სცემს "ქასიმფაშასთან" გაფორმებულ 3,5-წლიან ხელშეკრულებას" - წერს AD-ი.

"ალკმაარი" აგრძელებს ხერტიან ვერბეეკის შემცვლელის ძებნას. გამოცემის ცნობით, არველაძე კლუბის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა: ის ახალგაზრდაა, "ალკმაარში" პოპულარულია და თავადაც კარგად იცნობს კლუბში სიტუაციას.

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძე: ვნახე ის საქართველოს ნაკრები, რასაც
ველოდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული