უეფა სანაკრებო ამხანაგურ მატჩებს ერთა ლიგით ცვლის - სად იქნება საქართველო

AutoSharing Option
ეუფა ახალი ტურნირის - ერთა ლიგის პროექტს განიხილავს, რომელმაც ამხანაგური მატჩები უნდა შეცვალოს.

ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს გულშემატკივართა ინტერესის გაზრდას ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩებისადმი, რომლებსაც სატურნირო მოტივაცია არ აქვთ. იდეის თანახმად, ახალ სანაკრებო შეჯიბრს ერთა ლიგა დაერქმევა.

ნაკრებებს, ფიფას რეიტინგის გათვალისწინებით, ხუთ ჯგუფში გაანაწილებენ. უძლიერესი ჯგუფის გამარჯვებული ფულად ჯილდოს მიიღებს, დანარჩენებში კი უძლიერესი უფრო ძლიერი შემადგენლობის დივიზიონში გადაინაცვლებს. თავის მხრივ, თავის ჯგუფში ყველაზე უარესი შედეგის მქონე, დაქვეითდება.

შეჯიბრის გამართვა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იგეგმება. პროექტი კი 2016 წელზე ადრე არ
განხორციელდება.

თვალსაჩინოებისთვის, ეს ტურნირი დღეს რომ იწყებოდეს, გუნდები ასე იქნებოდნენ დაჯგუფებულნი.

A დივიზიონი: ესპანეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ჰოლანდია, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი.

B ჯგუფი: შვეიცარია, რუსეთი, ინგლისი, ბოსნია, შვედეთი, დანია, საფრანგეთი, უკრაინა.

C ჯგუფი: ჩერნოგორია, სლოვენია, უნგრეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, სერბეთი, ალბანეთი, ავსტრია, თურქეთი, უელსი, ისლანდია, სომხეთი, ფინეთი, ირლანდია, სლოვენია.

D ჯგუფი: შოტლანდია, ბულგარეთი, პოლონეთი, ისრაელი, მაკედონია, ბელორუსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ლიტვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მოლდოვა, ყაზახეთი, კვიპროსი.

E ჯგუფი: მალტა, ლიხტენშტეინი, ფარერები, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
D ჯგუფში ყველაზე მაჩანჩალა საქართველოა
z.lo
18:29 11-10-2013
0
GVESHVELA MGONIA!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული