ლევან ყიფიანი საფეხბურთო მილეთის წარმომადგენელია და წარმოუდგენელია, ასეთი მინისტრის მთავარი საზრუნავი საქართველოში ფეხბურთის განვითარება არ იყოს.
თუმცა ყველაფერი მინისტრის ნება-სურვილზე ვერ იქნება. საქართველოში, ფეხბურთის გარდა, ბევრი პრობლემაა. ესეც რომ არა, ქვეყანაში ყველა ინტერესით ელის ამ ყბადაღებული კოაბიტაციის დასრულებას, რადგან ბევრი საკითხის გადაწყვეტა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
მოკლედ, საქართველოში ფეხბურთის განვითარების ახალი, კონცეპტუალური პროგრამა ამ ხელისუფლებას ჯერ არ წარმოუდგენია, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამას
ყიფიანმა გვითხრა, რომ:
"ამ პროექტის ჩონჩხი უკვე არსებობს, ახლა დეტალების დაზუსტება მიდის. პროექტის სტრუქტურა უკვე ჩამოყალიბებულია - საფეხბურთო სკოლები, პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბები თავიანთი ინფრასტრუქტურული საკითხებით...
როცა ეს პროექტი საბოლოოდ დაიხვეწება, ჯერ ფინანსისტებს წარვუდგენთ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, რაცზამთრის პერიოდში მოხდება.
ამ პროექტისთვის წელიწადში, სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომლის 25-30 პროცენტი უმაღლესი ლიგის კლუბებს მოხმარდება".
მინისტრის ნათქვამი საყურადღებოა, რადგან ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქართული კლუბები მნიშვნელოვნად მოღონიერდებიან - უმეტესი მათგანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა იქნება.
პროექტის განხორციელება 2014-15 წლების სეზონიდან უნდა დაიწყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"