27 ოქტომბერს "ვერცხლის ლიგაში" მეორე ტური გაიმართება

AutoSharing Option
27 ოქტომბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, "ვერცხლის ლიგის" მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.

აღნიშნულ გათამაშებაში 11 გუნდი იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ამ ტურს ამჯერად "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" მეორე გუნდი გამოტოვებს.

მატჩები, ტრადიციულად, სპორტკომპლექს "არენაზე" გაიმართება.

14:00 Georgian Manganese (ჭიათურა) - ნატახტარი-2
15:00 Georgian Manganese (ზესტაფონი) - საქართველოს ბანკი
16:00 VTB ბანკი - ლილო-1
17:00 BP Georgia - ქართუ ბანკი
18:00 იუსტიციის სამინისტრო - ს/კ "უნივერსიტეტი"

რაც შეეხება პირველ ტურს, იგი 13 ოქტომბერს ჩატარდა და განსაკუთრებული სენსაციების გარეშე წარიმართა. მიმდინარე სეზონში პირველ მატჩს ჩაატარებს
"ვერცხლის ლიგის" სპონსორის, "VTB ბანკის" გუნდი, რომელსაც პირველი ტურის გამოტოვება მოუწია.

ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს - SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტპორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი დონის ჩემპიონატია და კარგად ორგანიზებული
მოყვარული
10:26 28-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული