ქართულ სამწვრთნელო კოჰორტაში მუმლაძე პატარა ფიგურა არ არის. ის ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ მუშაობდა თბილისის "დინამოში".
ერთხელ ისეც მოხდა, რომ "დინამომ" მეორე გუნდი გააკეთა, რომელსაც "თბილისი" დაარქვა და იმ გუნდს სწორედ მუმლაძე თავკაცობდა. "თბილისში" მაშინ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა. მაგალითისთვის ერთის დასახელებაც იკმარებდა - რატი ალექსიძე.
მუმლაძემ ყველაზე მეტად სახელი თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" მუშაობით გაითქვა. იმ პერიოდში ეს
სწორედ მუმლაძის ხელმძღვანელობით, 2008 წელს "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ჩემპიონიც გახდა, თავად კი ორჯერ დასახელდა ქვეყნის საუკეთესო მწვრთნელად.
"ვიტ ჯორჯიადან" წასვლის შემდეგ მუმლაძე საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ხელმძღვანელობდა; იყო ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი, შემდეგ თბილისის "დინამოში" მიიწვიეს იმ მეორე გუნდის ხელმძღვანელად, პირველ ლიგაში რომ თამაშობდა.
ამას გარდა, ცოტა ხნით ის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობასაც ასრულებდა, წინა სეზონის დასრულების შემდეგ კი "დინამოშივე" სელექციონერად მუშაობდა.
ქართულ კლუბებში მომხდარი (თუ მოსალოდნელი) სამწვრთნელო გადაადგილებების ფონზე, შესაძლებელი იყო, მუმლაძეც რომელიმე გამოთავისუფლებულ პოსტზე გვეხილა და ამიტომაც შევეხმიანეთ, თუმცა ამ ეტაპზე მან ინტერვიუსგან თავი შეიკავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"