ჩამოვა თუ არა პელე? - ნიკო პატარქალიშვილი მთავრობას კვლავ თხოვნით მიმართავს

AutoSharing Option
საქართველოში "არგენტინის სახლის" ხელმძღვანელმა ნიკო პატარქალიშვილმა ამ ცოტა ხნის წინათ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში პელეს ჩამოყვანა რეალური იყო. მაგრამ არჩევნების თუ სხვა მიზეზთა გამო, პატარქალიშვილს ყური არ უგდეს.

ამიტომ, მან საქართველოს მთავრობის კანცელარიას წერილი გადასცა და იმედოვნებს, რომ მას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს გააცნობენ.

პელეს ვიზიტი საქართველოში
წლეულს, 6-10 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა ბრაზილიელი ფიფას აგენტი, ბრაზილიის "სუპორტინგ სპორტის" აღმასრულებელი დირექტორი, პედრო კაბრალ და სილვა ჟუნიორი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას აუწყა ფეხბურთის მეფის, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, პელეს
ვიზიტის შესახებ საქართველოში.

მოგეხსენებათ, წელს მსოფლიო ფეხბურთს უსრულდება 150, ხოლო ქართულ ფეხბურთს 110 წელი, რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა.

მათ ხსოვნასთან დაკავშირებით, წლეულს, 21-27 ნოემბერს, ჩვენს სამხრეთამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ფეხბურთში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის ჩატარებას ვგეგმავთ და არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებებს ვიწვევთ.

მეორე ვარიანტია: ბრაზილიიდან პელეს გუნდი "სანტოსი" ჩამოვა, არგენტინიდან - "რივერ პლეიტი", "ბოკა ხუნიორი", "ინდეპენდიენტე" ან "რასინგი".

ტურნირის საზეიმო გახსნაში მონაწილეობას ვთავაზობთ ბრაზილიელ ქალთა ანსამბლსა და ბერა ივანიშვილს.

"არგენტინის სახლი საქართველოში" მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნული ტურნირის ორგანიზებისთვის, რისთვისაც გთხოვთ, იგი განხორციელდეს თქვენი პატრონაჟით და პოტენციური სპონსორების მონაწილეობით.

ბატონო ბიძინა და ბატონო კახი, აგრეთვე გაცნობებთ, რომ საქართველოში პელე დაყოფს 48 საათს და თუ გექნებათ მასთან შეხვედრის სურვილი, იგი წინასწარ უნდა დაიგეგმოს.

P.S. ეს ტურნირი უნდა ჩატარებულიყო წლეულს 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე და საკითხი შეთანხმებული იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. მაგრამ ჩვენმა წერილებმა თქვენამდე ვერ მოაღწიეს და ახლა ვიმედოვნებთ, რომ ამ წერილს აუცილებლად მიიღებთ" - წერს საქართველოში "არგენტინის სახლის" თავმჯდომარე პატარქალიშვილი.

* * *

ამასობაში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა პატარქალიშვილს სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია ტურნირის დაფინანსებისა და სპონსორების (თუკი არიან) შესახებ.

აგრეთვე, დასახელებული გუნდებისა და ნაკრებების წერილობითი დასტური მონაწილეობის შესახებ და მოწვეულ სტუმართა დაზუსტებული სია.

ამასობაში, როგორც ჩანს, პატარქალიშვილმა თანადგომისთვის ანზორ კავაზაშვილს მიმართა - საბჭოთა კავშირის, ბათუმისა და თბილისის "დინამოს", აგრეთვე მოსკოვის "სპარტაკისა" და "ტორპედოს" ყოფილ მეკარეს.

კავაზაშვილი კი არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების მისალოცი სიტყვების შემდეგ, ივანიშვილსა და კალაძეს თხოვს:

"ბატონმა ნიკო პატარქალიშვილმა მაცნობა, რომ სურს ჩაატაროს საერთაშორისო ტურნირი მსოფლიო ფეხბურთის 150 და ქართული ფეხბურთის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელსაც ფეხბურთის მეფე, ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე დაესწრება...

გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ პროექტს, რათა მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიხსენოს მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი და ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავებს პატივი მიაგონ. პელეს ყოფნა კი თბილისში ამ ღონისძიებას მეტ ელფერს შესძენს", - წერს კავაზაშვილი.

კავაზაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პელეს ვიზიტი საქართველოში გადაიდო
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ეს გამაგებინეთ ვინმემ..ვის რა ერთ ადგილზე ჰკიდია საფლავიდან ამოღებული ფეხბურთელები??? მარადონაზეც ქვეყანა ფული გადაახდევინა პატარქალიშვილმა სახელმწიფოს და ცოტა ხნის მერე კი მან კოკოითი და მსგავსი სუბიექტები ისტუმრა...შეჭამეს ტვინი ეხლა ამ პელეტი...მიუხედავად იმის ა რომ ფეხბურთის ფანი ვარ პელე რომ ჩამოვიდეს მაგის საყურებლად ნაღდად არ დავკარგავ დროს...
დათო
15:22 02-11-2013
0

სიახლეები პოპულარული