ეროვნული ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი თბილისში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, რათა სამშობლოში იცხოვროს, შვილები ქართულად აღზარდოს და თუ შესთავაზებენ, ქართულ კლუბში იმუშაოს.
1990-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საინტერესო ამბები გაიხსენა...
- ბევრისგან გამიგონია, ნიჭი რომ არ გაეფლანგა, გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშებდაო... ეთანხმებით ამ აზრს?
- არა. მიმაჩნია, რომ რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მეტს ვერ შევძლებდი... მოწინააღმდეგის
- საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 9 მატჩი რომ ითამაშეთ, ვისი ბრალია?
- ეს მწვრთნელებს უნდა ჰკითხოთ. საქართველოში ყველამ იცის, რატომ ვითამაშე ასე ცოტა ნაკრებში. არადა, ექვსჯერ გამომიძახეს და ოთხი ბურთი გავიტანე, მეტი რა უნდა გამეკეთებინა?!
ერთ-ერთ მატჩზე რომ გამომიძახეს, "ლოკომოტივის" თავკაცმა იური სიომინმა უთხრა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს - ოთხი დღის შემდეგ მოსკოვის "სპარტაკთან" რუსეთის თასის ფინალი გვაქვს სათამაშო, ზაზას მეტი თავდამსხმელი არ მყავს და თუ არ უნდა ათამაშოთ, ვერ გამოვუშვებო. როგორ არა, აუცილებლად ითამაშებსო და... თბილისში რომ ჩამოვედი, თამაშის წინა დღეს მოულოდნელად გადაიფიქრეს...
ასეთია ქართული მენტალიტეტი და ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იკარგება. სპორტში ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და მეგობრობა არ უნდა იყოს...
- "ლოკომოტივის" ფეხბურთელებს შორის მობილური ტელეფონი პირველს თქვენ გქონდათ. კიდევ რითი გამოირჩეოდა 1990-იანი წლების ბოლოს ზაზა ჯანაშია თანაგუნდელებისგან?
- ქართველებს ფუფუნება გვიყვარს, რუსებს კი ასეთი რაღაცები დიდად არც აინტერესებდათ. კარგად მახსოვს, ის ტელეფონი 1 000 დოლარზე მეტი ღირდა. თანაც, იმხელა იყო, თავში რომ ჩაგერტყა ვინმესთვის, ვეღარც წამოდგებოდა (იცინის).
კიდევ რითი გამოვირჩეოდი? ავტომანქანაც ყოველთვის თანაგუნდელებზე უკეთესი მყავდა... "ლოკომოტივში" რომ ჩავედი, "ვაზ 2107" მომცეს, თუმცა უკვე ერთი თვის შემდეგ გერმანიიდან BMW ჩამოვაყვანინე და იმით დავდიოდი...
- საჩუქრად "მერსედესი" მართლა მიიღეთ?
- რა მარკაც არსებობს, მგონი, ყველა მქონია... "მაკაბისთან" მატჩის წინ მეგობარი შემპირდა - გოლს თუ გაიტან და მოიგებთ, საჩუქარი ჩემზეაო. ერთი კი არა, იმ შეხვედრაში სამი გოლი გავიტანე და ნამატჩევს, რესტორანში "მერსედესის" გასაღები დააგდო მაგიდაზე...
მანქანით სწრაფად სიარულიც მიყვარდა, თუმცა ყველა მცნობდა და ამის გამო არასდროს დავუჯარიმებივარ. მხოლოდ ავტოგრაფისთვის მაჩერებდნენ.
- ათი წელიწადია, საქართველოში არ ყოფილხართ...
- დიახ, 2003 წლის შემდეგ... ოჯახს მარტო ხომ ვერ დავტოვებდი? როცა მოვახერხე, წამოვედი კიდეც.
მინდა, ჩემი შვილები ქართულად გაიზარდონ. მოსკოვში დარჩენა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ქართველი ბიჭი რუსეთში ისე ვერ გაიზრდება, როგორც სამშობლოში, ქართული მენტალიტეტი არ ექნება!
მინდა, ჩემი შვილები სამშობლოში გაიზარდონ და იცოდნენ, რა არის საქართველო!
იხილეთ სრული სტატია
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
ასევე იხილეთ:
"შენი ქვეყანა სულ სხვაა!" - რას აპირებს საქართველოში დაბრუნებული ზაზა ჯანაშია
ცხონებული დათო ყიფიანი ფეხბურთიდან წავიდა,როცა ბესკოვმა მუნდიალზე არ წაიყვანა.სპორტული ინტერესი!!!და არა ფულადი,ბარიგული დამოკიდებულება ფეხბურთთან
"ასეთი მენტალიტეტით ვერაფერს გააწყობდა" ფაქტია გააწყო , და ითამაშა ... 19 წლის ფეხბურთელზე კი არ ლაპარაკობ , უკვე კარიერა დამთავრებულ კაცზე საუბრობ , რას გააწყობდა და რას არა , შეგიძლია მისი განვლილი კარიერიდან გაიგო !!!