გეყოფათ, რაც დაგვაქციეთ! - გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გარშემო ვნებები არ ცხრება

AutoSharing Option
ფოტო: კახა ებრალიძე (მარჯვნივ) და ხარიტონ ჩხატარაშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო, გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (გრფფ) ყრილობას დიდი ხმაური მოჰყვა.

ერთი მხრივ, შაბათს თბილისში გამართულ ამ ყრილობაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელად კახა ებრალიძე აირჩიეს და მას გამარჯვება სფფ-ის მაღალჩინოსნებმა და დელეგატებმა მიულოცეს, მეორე მხარის პოზიცია კი სრულიად საპირისპიროა - ყრილობა ჩაიშალაო...

გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის VI ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ ხურცილავამ. ამ უკანასკნელმა ხაზი გაუსვა კახა ებრალიძის ღვაწლს და ურთიერთობების დარეგულირების სურვილი გამოთქვა:

"კახაც და
გიალო ჩხაიძეც ("ლელო" უკვე წერდა, რომ ჩხაიძე კანდიდატად არ დაარეგისტრირეს - რედ.) ჩემი ყოფილი ფეხბურთელები არიან. ორივე ძალიან მიყვარს. საერთო ენა უნდა გამოინახოს. ერთი შეკითხვა მაქვს - რას ერჩით კახას? ამდენი გააკეთა გურიის ფეხბურთისთვის და ასე ხელის ერთი მოსმით ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება",
- განაცხადა ხურცილავამ.

არველაძემ, სფფ-ის იურიდიული სამსახურის უფროს კესო ჩხიკვაძესთან ერთად, სამართლებრივ საკითხებზე ილაპარაკა. სფფ-ში საეჭვოდ მიიჩნიეს ყრილობის წინა დღეს ერთ-ერთი სუბიექტის, შპს "გურია 2000"-ის დირექტორის შეცვლა, რომელმაც ყრილობის დღეს თავისი სუბიექტის მიერ არჩეული დელეგატისთვის ხმის გაუქმების დოკუმენტი წარადგინა.

მართალია, სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება 21 მაისის მდგომარეობას ითვალისწინებდა, მაგრამ სფფ-ის იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციის შემდეგ დელეგატმა ბიძინა ზენაიშვილმა, რომელიც მხარს ებრალიძეს უჭერდა, დარბაზი დატოვა.

მას მერე, რაც იურიდიული საკითხები გაარკვიეს, არველაძემ და ხურცილავამ ყრილობა დატოვეს, ხოლო არჩევნებს, კესო ჩხიკვაძესთან ერთად, სფფ-ის გენერალური სამდივნოს უფროსი რევაზ შენგელიაც აკვირდებოდა.

დაპირისპირების ქვაკუთხედად იქცა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია", რომელსაც ყრილობაზე ხმის უფლება არ ჰქონდა - სუბიექტად არ დაარეგისტრირეს. ყრილობას 7 სუბიექტიდან 5 ესწრებოდა, თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, შპს "გურია 2000"-მა დელეგატის წარდგენა არ ისურვა.

საბოლოოდ, 7 სუბიექტიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 4-მა, რაც სრულიად საკმარისი იყო ყრილობის შედეგების ცნობისთვის. აღმოჩნდა, რომ ოთხივე სუბიექტმა ხმა მისცა ებრალიძეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან კიდევ 4 წლით უნდა უხელმძღვანელოს გურიის რეგიონულ ფედერაციას, თუმცა...

...ეს საკითხი ჯერ კიდევ სადავოა. საფეხბურთო კლუბ "გურიის" პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არსებობს წერილობითი ფორმით და ბეჭდით დადასტურებული 5 დოკუმენტი, სადაც თითოეული ეს სუბიექტი უარს ამბობს გრფფ-ის VI ყრილობაში მონაწილეობაზე.

"აღშფოთებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ უმაღლესი ლიგის გუნდის, ლანჩხუთის "გურიას" წარმომადგენლები არ დაუშვეს საანგარიშო ყრილობაზე, რომლის ერთ-ერთი საკითხიც არის საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" წევრად მიღება გრფფ-ში. ეს არის გურიის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ქართული ფეხბურთის ბრენდის, ლანჩხუთის "გურიას" იგნორირება.

ყრილობაზე არ დაუშვეს შპს "გურია 2000"-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ბატონი ნუგზარ ცინცაძე, ხოლო მის მაგივრად ყრილობას ესწრებოდა მისი წინამორბედი, ბატონი ბიძინა ზენაიშვილი.

7 სუბიექტიდან გვაქვს წერილობითი ფორმით და ბეჭდით დადასტურებული 5 საბუთი, რომლითაც აღნიშნული სუბიექტები უარს ამბობენ გრფფ-ის მე-6 ყრილობაში მონაწილეობის მიღებაზე და უნდობლობას უცხადებენ აღნიშნულ ღონისძიებას",
- ნათქვამია "გურიის" პრესსამსახურის განცხადებაში.

"გურიის" სპორტულმა დირექტორმა თემურ ალექსაიამ კი "ლელოს" აცნობა, რომ გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა ჩაიშალა, ხოლო ახალი ყრილობის ჩატარების დროსა და ადგილს ამ დღეებში სფფ-ის აღმასკომის სხდომა დაადგენს.

ამას გარდა, ალექსაია დასძენს:

"საქმე გვაქვს იურიდიულ ნონსენსთან, რითიც იგრძნობა სფფ-ის მესვეურების მხრიდან ტენდენციური მიდგომა საქმისადმი. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "საჯარო რეესტრი" უკანონობას დროულად აღკვეთს.

მზადდება საბუთები და ეს ყველაფერი ეცნობება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბატონ ლევან ყიფიანს, ასევე, სხვა ზემდგომ ორგანოებს".


"ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" პრეზიდენტ დავით უგრელიძეს კი, რომელიც იზიარებს "გურიას" პოზიციას, დაპირისპირების არსი სხვა სიბრტყეში გადაჰყავს და საინტერესო მინიშნებას აკეთებს:

"დიდხანს გაჩუმებული ვიყავი, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა მოთმინების ფიალა ამივსო. ვიღაც სარგებლობს არსებული სიტუაციით და 2015 წლის სფფ-ის არჩევნებისთვის პრეზიდენტის სკამისკენ მიიწევს, თან ისე, რომ კანონმდებლობა და საფეხბურთო სამყაროს აზრი არც აინტერესებს.

სანამ ხალხს სძინავს, ფედერაციაში გადაწყვიტეს, ვინ უნდა გახდეს ფედერაციის მომავალი პრეზიდენტი და ხმების მოსაპოვებლად უკვე დგამენ კიდეც კონკრეტულ ნაბიჯებს. გადაწყვიტეს საფეხბურთო ასოციაციის ჩამოყალიბება, რაც ბევრ წამყვან საფეხბურთო სკოლას არც აცნობეს - ოღონდ სასურველი ხალხი გაეყვანათ და მომავალი ყრილობისთვის დამატებითი 36-ე ხმა დაეჯავშნათ.

დამაფიქრებელია ფუტსალსა და გურიის რეგიონულ ფედერაციაში მომხდარი უკანონობები, რაზეც ფედერაცია თვალებს ხუჭავს, მაგრამ ეს არ გაუვათ და ამ კლანებს ქართულ ფეხბურთს აღარ დავანებებთ.

გეყოფათ, რაც დაგვაქციეთ! მე და ჩემი მეგობრები აღარ გავჩუმდებით"
.

მერაბ მამულაშვილი
მათე გურული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ყრილობა და შფოთი გურიაში - ლანჩხუთის "გურიას" ხმა არ აქვს!
მკითხველის კომენტარები / 2 /
zukas.

sad vikavi da ras vaketebdi ak ver agixsni. tu damirekav da chemxvdebi agixsni da ikneb rogorme gagagebinot chen da chennairebs tu ra xdeba kartul fexburtchi da sad aris gamosavali. tumca ar mgonia gaigo. ise adamianebis cheurackopas ar girchevdi mitumetes daumsaxureblad da tanac dafaruli saxelit. chemi telefonia ****



dato ugrelidze
11:41 14-11-2013
0
უგრელიძეს რაღა უნდა ? სად იყო წლების განმავლობაში, ერთხელ იკითხა გურიას ამბავი მან და მისმა მეგობრებმა? მაგარამ ახლა ფედერაციის პრეზიდენტობა მოუნდა და თავის გამოჩენის მიზნით აკეთებს კომენტარებს წარმოიდგინეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.
zuka
09:31 13-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული