რა დატვირთვა აქვს საქართველოს ვეტერანთა კავშირს, თუ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვეტერანები დასახმარებლად სხვას მიმართავენ და საერთოდ, ეხმარებიან თუ არა იმ ადამიანებს, ვისაც არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ, ქვეყნის წინაშე აქვთ დამსახურება?
მაგალითად, ახლახანს "სპორტ-ექსპრესი" წერდა, რომ კიევის "დინამომ", "შახტარმა", "დნიპრომ", "სპარტაკმა", მოსკოვის "დინამომ" და სხვა პოსტსაბჭოურმა პოპულარულმა კლუბებმა დამსახურებულ ვეტე
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?
ამ კითხვით "ვეტერან ფეხბურთელთა კავშირისა" და "ვეტერან ფეხბურთელთა საქველმოქმედო ფონდის" თავმჯდომარეს ვაჟა ჟვანიას დავუკავშირდით:
"ამ თემაზე ლაპარაკი მერიდებოდა, მაგრამ ეს კითხვა რომ დაგებადათ, გამოდის, ხალხისთვის ბევრი რამ უცნობია.
"ვეტერანთა კავშირი" და ჩვენი საქველმოქმედო ფონდი ტყუილად არ არსებობს. სათქმელიც უნდა ითქვას. ადრე ჩვენი ვეტერანები მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და მათზე თითქმის არავინ ზრუნავდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
ფეხბურთის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, ჯგუფი "ქართუ" და თბილისის "დინამო", დიდი დამსახურების მქონე ფეხბურთელების დასახმარებლად ძალიან ბევრს აკეთებენ.
ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს მათ იუბილეებს, ოპერაციებსა თუ ყველაზე არასასიამოვნო ამბების ხარჯებს. მაგალითად, ნუკრი კაკილაშვილის ოპერაციისთვის 69 500 ლარი გადაირიცხა.
ისიც სათქმელია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დამსახურებულ ვეტერანებს სოლიდური პენსიები დაუნიშნეს. ამ კატეგორიაში სულ 35 კაცი შედის.
ზვიად სიჭინავა, რომან ფიფია, რეზო არველაძე, ლევან ყიფიანი, ჯგუფი "ქართუ" და თბილისის მერია ცნობილ ფეხბურთელებს გვერდში დაუდგნენ, მაგრამ ამ ყველაფრის აფიშირებას ერიდებიან. არადა, თითოეული მათგანი, მინიმუმ, 1 000 ლარს მაინც იღებს.
მეამაყება, რომ დღეს ეს ხალხი მართლაც დაფასებულია. ცოცხალ ლეგენდებს გაფრთხილება სჭირდებათ", - გვითხრა ჟვანიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნუკრი კაკილაშვილი რვა ოპერაციის შემდეგ: ჩემს წინაშე დანაშაული ჩაიდინეს!