ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოსგან ისევ 7 000 000 ლარი შეხვდება?

AutoSharing Option
საქართველოში ფეხბურთი სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ იარსებებს - ასე მოიტანა საერთო სიდუხჭირემ და როგორც შევიტყვეთ, სახელმწიფო გაისადაც გამოუყოფს დოტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

სპორტის სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გაგზავნილია წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო 2014 წელსაც აპირებს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებას და საამისოდ ამ უწყებიდან ელის იმ პროგრამებისა და ღონისძიებების ნუსხას, რისთვისაც უნდა დაიხარჯოს სახელმწიფოს ფული.

ანუ აქ ლაპარაკია ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ფედერაციისთვის იგივე დოტაციის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც 2013 წლისთვის უკვე იყო დამტკიცებულ-ათვისებული.

ჩვენი ინფორმაციით, 2013 წლისთვის სახელმწიფომ
ფეხბურთის ფედერაციას 7 000 000 ლარი გამოუყო და ეს თანხა საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა.

როგორც უნდა იყოს, პოზიტიურია, რომ სპორტის სამინისტრო და საერთოდ, სახელმწიფო ზრუნავს ფეხბურთზე. იმედია, ის შეპირებული პროგრამაც დამტკიცდება, 2014-15 წლების სეზონიდან საფეხბურთო კლუბების (როგორც მუნიციპალური, ისე კერძო) დაფინანსებას რომ გულისხმობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
საერთოდ მთლიანი ნაკრები არის გასაუქმებელი და ეს თანხა უნდა მოხმარდეს ახალგაზრდულის განვითარებას. ის რომ ქეცბაიას, რომელსაც არაფერი სარგებელი არ მოუტანია ნაკრებისთვის წელიწადში 2.5 მლნ ლარი აქვს ანაზღაურება ეს არის სრულიად გაურკვეველი და ამაზრზენი ფაქტი
აკაკი
18:57 10-04-2014
0
ეს ფეხბურთის დაფინანსება არ უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ? არ გაპარტახებულ ქვეყანაში სხვა დასაფინანსებელი არაფერია?
jondi
13:41 11-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული