სპორტის სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გაგზავნილია წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო 2014 წელსაც აპირებს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებას და საამისოდ ამ უწყებიდან ელის იმ პროგრამებისა და ღონისძიებების ნუსხას, რისთვისაც უნდა დაიხარჯოს სახელმწიფოს ფული.
ანუ აქ ლაპარაკია ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ფედერაციისთვის იგივე დოტაციის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც 2013 წლისთვის უკვე იყო დამტკიცებულ-ათვისებული.
ჩვენი ინფორმაციით, 2013 წლისთვის სახელმწიფომ
როგორც უნდა იყოს, პოზიტიურია, რომ სპორტის სამინისტრო და საერთოდ, სახელმწიფო ზრუნავს ფეხბურთზე. იმედია, ის შეპირებული პროგრამაც დამტკიცდება, 2014-15 წლების სეზონიდან საფეხბურთო კლუბების (როგორც მუნიციპალური, ისე კერძო) დაფინანსებას რომ გულისხმობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"