უხვ და სუპერგოლიანი დღე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში

AutoSharing Option
15 დეკემბერს სპორტკომპლექს"არენაში" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, "ოქროს ლიგის" V ტური და "ვერცხლის ლიგის" ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივე შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.

პირველები "არენას" პარკეტზე "პროგრეს ბანკისა" და "სატრანსპორტო კომპანიის" გუნდები გავიდნენ. მიუხედავად მეტოქის დაწინაურებისა, "ბანკირებმა" მაინც მოახერხეს ფავორიტის სტატუსის გამართლება და 6:3 დაამარცხეს მოწინააღმდეგე.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არა "ტრანსპორტელების" მხრიდან არაერთი 100%-იანი საგოლე მომენტის განიავება, შედეგი ნამდვილად სხვა იქნებოდა.

საინტერესო გამოდგა პსპ-სა და "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" გუნდების დაპირისპირება, სადაც "ფარმაცევტებმა" პირველივე წუთებიდან ხელთ
იგდეს უპირატესობა და საბოლოოდ შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს - 5:2.

Sportall.Ge

აღსანიშნავია პსპ-ს 20 ნომრის, ლევან სარდანაშვილის თამაში, რომელიც თავის გუნდს ჰეთ-თრიქით დაეხმარა.

არადაძაბული, თუმცა უხვგოლიანი აღმოჩნდა "დი-ეიჩ-ელ"ი-სა და "ალგოს" შეხვედრა, რომელშიც "ფოსტალიონებმა" 7:2 გაანადგურეს მეტოქე. პოკერით გამოიჩინა თავი გიორგი დვალმა (DHL).

როგორც წინასწარ იყო ცნობილი, კიდევ ერთი შეხვედრა, "ნატახტარის" პირველ გუნდსა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს შორის, რომელიც "ოქროს ლიგის" ამ ტურში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

დიდთოვლობამ თავისი კვალი 15 დეკემბრის სათამაშო დღესაც დაასვა. "ვერცხლის ლიგის" გამოტოვებული მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "ვი-თი-ბი ბანკის" და "ჯორჯიან მანგანეზ ზესტაფონის" გუნდები უნდა შეხვედროდნენ, იმერელთა მიერ რიკოთის უღელტეხილის ვერგადმოლახვის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო.

15 დეკემბრის შერეული სათამაშო დღის მშვენება კი უდავოდ "ვერცხლის ლიგაში" "ნატახტარი-2"-ისა და "ბიპი ჯორჯიას" დაპირისპირება გამოდგა.

Sportall.Ge

ამ შეხვედრაში ფავორიტი, რასაკვირველია, "ნატახტარი" იყო, რომელიც საწყის წუთებში სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა კიდეც, თუმცა "მენავთობეებმა" მოახერხეს და მატჩის განმავლობაში ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა საბოლოო შედეგამდე ძალები აღარ ეყოთ და 6:3 დამარცხდნენ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "ბიპი"-ს ფეხბურთელის, დავით გულარიძის მიერ პირველი ტაიმის ბოლო წამზე, მოედნის ცენტრიდან მაკრატელა დარტყმით გატანილი გოლი, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალურ ლიგას დაამშვენებდა.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, "ოქროს ლიგის" სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ირაკლი გედენიძე (პროგრეს ბანკი), სერგი ჩიტორელიძე (პსპ), ლევან ჩიხრაძე (პროგრეს ბანკი), ლევან სარდანაშვილი (პსპ), გიორგი დვალი (DHL), მამუკა მენთესაშვილი (DHL).

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში 2013 წელს "ვერცხლის ლიგის" მეხუთე ტურის შეხვედრები დაასრულებს, რომელიც 22დეკემბერს გაიმართება.

15.12.2013. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ოქროს ლიგა. V ტური
პროგრეს ბანკი - TTC (სატრანსპორტო კომპანია) 6:3
გოლები: 9 წთ, კელენჯერიძე (0:1), 10 წთ, ცერცვაძე (1:1), 17 წთ, ჩიხრაძე (2:1), 24 წთ, ჩიხრაძე (3:1), 25 წთ, ხლაპუსტოვი (4:1), 27 წთ, ოდიკაძე (4:2), 34 წთ, ფოჩხუა (5:2), 38 წთ, ხლაპუსტოვი (6:2), 39 წთ, ღლონტი (5:3)

პროგრეს ბანკი: 1. ირაკლი გედენიძე, 10. უჩა ჩხაიძე, 9. აკო ხლაპუსტოვი, 41. ლევან ჩიხრაძე, 20. ზურა ცერცვაძე, 2. დავით ფანჩულიძე
სათადარიგოები: 5. ირაკლი ჩხაიძე, 22. ავთო მიქაძე, 3. ელიას ანდრე, 7. გიორგი ფოჩხუა, კოტე სულამანიძე
TTC: 1. ბექა სიბაშვილი, 4. ირაკლი ქართველიშვილი, 13. კოტე ოდიკაძე, 10. სერგი დარსაველიძე, 7. გურამ ღლონტი, 2. მიხეილ ზაქაიძე
სათადარიგოები:12. გიორგი კელენჯერიძე, 11. ნოდარ ქუქჩიშვილი, 6. კახა გაგუა, 131. დიმიტრი დემურაშვილი

ერისთავის იურიდიული ჯგუფი - პსპ 2:5
გოლები: 14 წთ, სარდანაშვილი (0:1), 15 წთ, სარდანაშვილი (0:2), 24 წთ, მდივანი (1:2), 31 წთ, ყუფარაძე (1:3), 37 წთ, სარდანაშვილი (4:1), 37 წთ, ნაკანი (4:2), 39 წთ, გურგენიძე (5:2)

ერისთავი: 1. მამუკა მჭედლიშვილი, 7. ლაშა მდივანი, 3. ირაკლი სეფერთელაძე, 10. გია ნინოშვილი, 8. დავით ნაკანი, 9. შალვა ლაცაბიძე
სათადარიგოები: 25 კახა კუჭავა, 6. ანრი ტაბატაძე, 22. ალექსი ჯავახიშვილი
პსპ: 13. სერგი ჩიტორელიძე, 8. ლევან მეგრელიშვილი, 21. ლევან კახობერაშვილი, 99. დავით კაკუბერი, 3. თემო კვირკველია, 6. ლევან ყუფარაძე
სათადარიგოები: 1. ალექსანდრე შარაშიძე, 7. მირიან მირგატია, 10. გივიკო კაციტაძე, 20. ლევან სარდანაშვილი, 11. ლადი მამარდაშვილი, 9. ლაშა გურგენიძე.

DHL- ალგო 7:2
გოლები: 4 წთ, დვალი (1:0), 6 წთ, კავთუაშვილი (2:0), 8 წთ, ლუკავა (2:1), 9 წთ, დვალი (3:1), 10 წთ, ბაშალეიშვილი (3:2), 11 წთ, ბ. მენთესაშვილი (4:2), 16 წთ, დვალი (5:2), 24 წთ, მ. მენთესაშვილი (6:2), 33 წთ, დვალი (7:2)

DHL: 1. არჩილ გიორგობიანი, 7. ბესიკ კავთუაშვილი, 11. მამუკა მენთესაშვილი, 2. ზურაბ გარსევანიშვილი, 13. ბიჭი მენთესაშვილი. 8. გიორგი დვალი
სათადარიგოები: 10. დენის ჟივოგლაზოვი
ალგო: 1. ბაჩო გოგიშვილი, 24. მალხაზ ჯორბენაძე, 9. გიორგი ფურცელაძე, 3. ნიკა ჩალაძე, 17. დავით ლუკავა, 21. გიორგი გუნია
სათადარიგოები: 73. ზაალ ქუთათელაძე, 14. ანდრო მიზანდარი, 31. ნიკა კბილაძე, 7. გიგი ბაშალეიშვილი

15.12.2013. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. ვერცხლის ლიგა. (გადადებული შეხვედრა)
ნატახტარი-2 - BP-GEORGIA 6:3
გოლები: 4 წთ, სეფერთელაძე (1:0), 5 წთ, სეფერთელაძე (2:0), სეფერთელაძე (3:0), 12 წთ, ივანიძე (3:1), 20 წთ, გულარიძე (3:2), 24 წთ, ხოჭოლავა (3:3) 28 წთ, სეფერთელაძე (4:3), 34 წთ, წეველიძე (5:3), 35 წთ, მშვიდობაძე (6:3)

ნატახტარი-2: 41. ნოდარ სიხარულიძე, 13. კახა ხამხაძე, 4. იაგო კაპანაძე, 10. გიორგი სეფერთელაძე, 9. ლევან ღარიბაშვილი, 14. გიორგი მშვიდობაძე.
სათადარიგოები: 26. მიხეილ წეველიძე, 77. ბექა აფაქიძე, 7. ერეკლე შერმადინი, 17. ზურა ჩიტიშვილი, 12. გია გონგაძე
BP-GEORGIA: 77. ნიკა ბუდაღაშვილი, 2. არჩილ ივანიძე, 3. გიორგი გურეშიძე, 10. დავით გულარიძე, 11. ზვიად გობეჯიშვილი, 13. გივი მალაშხია
სათადარიგოები: 1. დავით ხარაძე, 8. უჩა ხმალაძე, 9. მინდია გაბლაია, 50. გელა ცქიტიშვილი, 7. ალექსანდრე ხოჭოლოვა, 4. რეზო ლორთქიფანიძე, 70. ალექსანდრე ანთელავა

* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტო SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge.

SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული