უხვგოლიანი გამოდგა მადრიდის "ატლეტიკოსა" და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მატჩი. პირველივე ნახევარში შეხვედრის ბედი მადრიდელმა ალბერტო რენტერომ გადაწყვიტა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
"დნიპროს" შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ფხაკაძე გახლდათ. მისმა თანაგუნდელებმა მეორე ტაიმში "ატლეტიკოს" კარი ორჯერ კი აიღეს, მაგრამ ესპანელებმა კიდევ ერთი გაიტანეს და 4:2 გაიმარჯვეს.
* * *
ტურნირის ორგანიზატორთა გუნდმა "საბურთალომ" კი ჰაიფას "მაქაბი" დაამარცხა.
ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა მოხდენილი დარტყმით გახსნა
მალე "მაქაბის" ფეხბურთელიც გააძევეს, რამაც "საბურთალოს" ხელ-ფეხი გაუხსნა და სანდრო ალთუნაშვილმა თავური დარტყმით მასპინძელთა გამარჯვება დააფიქსირა - 2:1.
* * *
19 დეკემბერს, 12 საათზე, "ატლეტიკო" "მაქაბის" შეხვდება, "საბურთალო" კი 15 საათზე "დნიპროს" დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"