"სალერის თასი": "საბურთალომ" ჰაიფას "მაქაბისთან" მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
18 დეკემბერს "ბენდელას" სტადიონზე "სალერის თასის" გათამაშება დაიწყო.

უხვგოლიანი გამოდგა მადრიდის "ატლეტიკოსა" და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მატჩი. პირველივე ნახევარში შეხვედრის ბედი მადრიდელმა ალბერტო რენტერომ გადაწყვიტა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

"დნიპროს" შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ფხაკაძე გახლდათ. მისმა თანაგუნდელებმა მეორე ტაიმში "ატლეტიკოს" კარი ორჯერ კი აიღეს, მაგრამ ესპანელებმა კიდევ ერთი გაიტანეს და 4:2 გაიმარჯვეს.

* * *
ტურნირის ორგანიზატორთა გუნდმა "საბურთალომ" კი ჰაიფას "მაქაბი" დაამარცხა.

ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა მოხდენილი დარტყმით გახსნა
- 1:0. მეორე ნახევარში "საბურთალომ" მომენტებით ვერ ისარგებლა, 68-ე წუთზე კი უმცირესობაში დარჩა - ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა რატი კაკიაშვილი გააძევა. 79-ე წუთზე მოჰამად ავადმა წონასწორობა აღადგინა - 1:1.

მალე "მაქაბის" ფეხბურთელიც გააძევეს, რამაც "საბურთალოს" ხელ-ფეხი გაუხსნა და სანდრო ალთუნაშვილმა თავური დარტყმით მასპინძელთა გამარჯვება დააფიქსირა - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
19 დეკემბერს, 12 საათზე, "ატლეტიკო" "მაქაბის" შეხვდება, "საბურთალო" კი 15 საათზე "დნიპროს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული