"საბურთალომ" იოლად სძლია დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" (3:0) და "სალერის თასის" გათამაშების ფინალში თამაშის უფლება ასევე ვადაზე ადრე მოიპოვა. თემურ შალამბერიძის გაწვრთნილებს მეტოქის კარის აღება ბევრჯერ შეეძლოთ, მაგრამ მხოლოდ სამი გოლით დაკმაყოფილდნენ.
თავი გაგი მარგველაშვილმა, გურამ გოშთელიანმა და ირაკლი რუხაძემ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ უკვე 30-ე წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო.
დარჩენილ დღეებში "საბურთალო" "ატლეტიკოს" ორჯერ შეხვდება: 20 დეკემბერს
ტურნირის რეგლამენტიდან გამომდინარე, ჯგუფური მატჩების დასრულების შემდეგ პირველ-მეორე ადგილებზე გასული კლუბები ფინალში ხვდებიან ერთმანეთს. მათი ვინაობა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე გარკვეულია.
აღსანიშნავია, რომ ქართული და უკრაინული გუნდების თამაშს ლოჟიდან თვალს ინგლისის "ლივერპულის" სკაუტი ადევნებდა, რომელიც საგანგებოდ ამ ტურნირზე დასასწრებად გვესტუმრა...
20 დეკემბერს კი III ტურის მატჩებია: 12 საათზე "დნიპრო" "მაქაბის" დაუპირისპირდება, ხოლო 16 საათზე "საბურთალო" "ატლეტიკოს" შეერკინება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"