გოჩა ჯამარაული: არ ვიცოდი, რა იყო ნამდვილი ფეხბურთი

AutoSharing Option
გოჩა ჯამარაული - დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი, ელეგანტური პლეიმეიკერი, მაღალტექნიკური და აზრიანი, რომლის გადაცემასა თუ გოლს ბევრჯერ მოუტანია წარმატება ეროვნული ნაკრებისა და იმ კლუბებისთვის, სადაც კი უთამაშია.

ის იმ "დაკარგული თაობის" წარმომადგენელია, ვისაც სერიოზული მიზნებისთვის შეეძლო ბრძოლა და თამაში, მაგრამ... მიზეზთა გამო ასე ვერ მოხდა.

დღეს ის მოძრაობა "ქართული ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელია და ღიად აფიქსირებს უკმაყოფილებას ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი მმართველებისადმი. ეს ყველაფერი გულშემატკივარმა კარგად იცის. მისი კარიერისა და ცხოვრების შესახებ კი ბევრი რამ უცნობია.

ჯამარაულმა ბევრი საინტერესო ამბავი
გაიხსენა.

ბავ­შ­ვო­ბა და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი დიდ ფეხ­ბურ­თ­ში
მა­მა თი­ა­ნე­თე­ლია. გარ­და­ბან­ში და­სახ­ლ­და, სა­დაც მე ვიზ­რ­დე­ბო­დი. ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, სულ ვთა­მა­შობ­დი, ვმა­ტა­ობ­დი, დრიბ­ლინ­გი მქონ­და... რო­გორც იტყ­ვი­ან - ბურ­თი ვი­ცო­დი, კარ­გა­დაც ვურ­ტყამ­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფეხ­ბურ­თე­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, ეზომ მომ­ცა. მაგ­რამ კენ­წ­ვ­ლა არ ვი­ცო­დი. არ გჯე­რათ? მარ­თ­ლა ასე იყო...

გარ­და­ბან­ში სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა არ იყო და მა­მამ რუს­თავ­ში, თა­მაზ დო­დაშ­ვილ­თან და მურ­მან გო­გო­ლა­ძეს­თან მი­მიყ­ვა­ნა. რუს­თა­ვი­დან 35-ე სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც შიო ბო­კუ­ჩა­ვა და ალი­კა ილი­ა­დი მა­ვარ­ჯი­შებ­დ­ნენ.

ერ­თხელ 35-ე სკო­ლის გუნდს შევ­ხ­ვ­დით, რო­მელ­საც ზუ­რა მა­ი­სუ­რა­ძე ავარ­ჯი­შებ­და. ძა­ლი­ან მა­გა­რი გუნ­დი იყო - ვას­კა მა­ი­სუ­რა­ძე, ქოჩ­ლა­ძე, ჩუ­ბი­ნი­ძე, კერ­ძე­ვა­ძე, ჯიმ­ში­ტაშ­ვი­ლი... ამ მატ­ჩის შემ­დეგ მა­ი­სუ­რა­ძემ მი­მიწ­ვია და ისევ 35-ეში დავ­ბ­რუნ­დი. მე­რე მი­შა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლიც დაგ­ვე­მა­ტა.

მა­ტა­ო­ბას არც იქ მიშ­ლიდ­ნენ. დღეს ამას ბევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღიქ­ვამს, არა­და, ბავ­შ­ვებ­ში ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ეს აუცი­ლე­ბე­ლია და 14 წლამ­დე უნ­და მი­უშ­ვა. ბევ­რი ამას ვერ იგებს და ჰგო­ნი­ათ, თით­ქოს, ასე არას­წორ ფეხ­ბურთს აჩ­ვე­ვენ.

ვი­ცი, რო­გორ ზრდი­ან ბავ­შ­ვებს ეს­პა­ნეთ­ში - ას­წავ­ლი­ან მოძ­რა­ო­ბებს, სწო­რად თა­მაშს, გა­და­ად­გი­ლე­ბას, გახ­ს­ნას, პასს, მაგ­რამ მო­სატყუ­ე­ბე­ლი თუ არის, ვინ და­უშ­ლის? ჩვენ­თან კი პა­ტა­რა­ო­ბა­ში­ვე ყვე­ლა­ფერს რომ უკ­რ­ძა­ლა­ვენ, ამი­ტო­მაც არის, ბო­ლო 20 წე­ლია, ვი­თომ სწო­რად გაზ­რ­დი­ლი, მაგ­რამ უფე­რუ­ლი თა­ო­ბე­ბი რომ მი­ვი­ღეთ, დრიბ­ლი­ო­რე­ბი კი თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლე­ბი არი­ან.

შე­საძ­ლოა, ჩვენს თა­ო­ბას ბურ­თის თრე­ვა და მა­ტა­ო­ბა ზედ­მე­ტი მოს­დი­ო­და, მაგ­რამ ეს მწვრთნელ­მა უნ­და აგიხ­ს­ნას, ზო­მი­ე­რე­ბას მი­გაჩ­ვი­ოს და გას­წავ­ლოს...

1988 წელს და­ვით ყი­ფი­ან­მა ოლიმ­პი­უ­რი მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტ­რის გუნ­დი (ომც) ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. 16-19 წლის ბი­ჭე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის II ლი­გა­ში ვთა­მა­შობ­დით. ეს ყვე­ლას ძა­ლი­ან წაგ­ვად­გა. ვთა­მა­შობ­დით რუ­სეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში... ხან ვი­გებ­დით, ხან ვა­გებ­დით. ფეხ­ბურ­თი თუ გიყ­ვარ­და, გა­იზ­რ­დე­ბო­დი...

რომ ამ­ბო­ბენ, ახ­ლა ბავ­შ­ვე­ბი ვერ იზ­რ­დე­ბი­ა­ნო, მი­ზე­ზი სწო­რედ ის არის, რომ ასე­თი ტურ­ნი­რე­ბი აღა­რაა. ბავ­შ­ვე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ნაკ­რე­ბო დო­ნე­ზე თუ იღე­ბენ, ფეხ­ბურ­თელ­თა სა­ერ­თო მა­სა კი ამას მოკ­ლე­ბუ­ლია.

Sportall.Ge

ყი­ფი­ა­ნი 6 თვე გვა­ვარ­ჯი­შებ­და. მე­რე თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" დუბ­ლებ­ში წა­იყ­ვა­ნეს და ჩვენ­გან ბევ­რი მი­იწ­ვია, მათ შო­რის - მეც. დუბ­ლე­ბი კი­დევ სულ სხვა დო­ნე იყო. მე­რე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ორ­ჯერ მოვ­ხ­ვ­დი გა­ნაცხად­ში - პირ­ვე­ლად 1989 წელს, მოს­კოვ­ში, "ლო­კო­მო­ტივ­თან"...

ჩვენ­მა თა­ო­ბამ ბევრ რა­მეს გა­უძ­ლო
- მა­შინ უნი­ჭი­ე­რე­სი თა­ო­ბა მო­დი­ო­და - ქინ­ქ­ლა­ძე, არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი, ნემ­სა­ძე, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, ქეც­ბაია, გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ცხა­და­ძე, შე­ლია, ჯა­ნა­შია... არ მინ­და, ვინ­მე გა­მომ­რ­ჩეს...

1990 წელს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­იწყო, მაგ­რამ მე­რე ქვე­ყა­ნა აირია.

ერ­თხელ, ვარ­ჯი­შის დროს, დიღ­მის ბა­ზა­ზე ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი დაჯ­და - ეს იყო მა­შინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა. წყალს ვაცხე­ლებ­დით და ასე ვბა­ნა­ობ­დით...

თა­ნაც, თა­ვი­დან უცხო­ეთ­ში ნაკ­რე­ბის მხო­ლოდ სა­მი წევ­რი თა­მა­შობ­და - ცხა­და­ძე გერ­მა­ნი­ა­ში, ქეც­ბაია - კვიპ­როს­ში, გუ­რუ­ლი - საფ­რან­გეთ­ში. უმ­რავ­ლე­სო­ბა თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ამის მი­უ­ხე­და­ვად, საკ­მა­ოდ კარ­გი გუნ­დი გვყავ­და. ხომ გახ­სოვთ, ინ­გ­ლი­სის პრე­მი­ერ­ლი­გის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით სავ­სე უელსს ორ­ჯერ მო­ვუ­გეთ - 5:0 აქ და 1:0 იქ; ბულ­გა­რე­თი მა­შინ მე­ოთხე გუნ­დი იყო მსოფ­ლი­ო­ში და თბი­ლის­ში მო­ვუ­გეთ 2:1...

ჩვენ­მა თა­ო­ბამ ბევრ რა­მეს გა­უძ­ლო, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი შე­მო­ვი­ნა­ხეთ და მო­მა­ვალ თა­ო­ბას შე­ვაყ­ვა­რეთ, მაგ­რამ თა­ვი ბო­ლომ­დე ვერ გა­მო­ვავ­ლი­ნეთ, რად­გან არც ვი­ცო­დით, რა იყო ნამ­დ­ვი­ლი დი­დი ფეხ­ბურ­თი, რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.

Sportall.Ge

მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად ნაკ­რებ­ში 6-7 მა­ღა­ლი კლა­სის მო­თა­მა­შე მა­ინც გჭირ­დე­ბა. ისე ძა­ლი­ან რთუ­ლია. აიღეთ უკ­რა­ი­ნის მა­გა­ლი­თი: სე­რი­ო­ზუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი აქვთ, 5-6 მა­ღა­ლი დო­ნის კლუ­ბიც ჰყავთ და მსოფ­ლი­ო­ზე მა­ინც ვერ მოხ­ვ­დ­ნენ. ჩვენ­თან კი 10 კა­ცი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" ვთა­მა­შობ­დით...

კა­ლა­ძე მი­ლან­ში რომ გა­და­ვი­და, ნაკ­რე­ბის ვარ­ჯი­შებ­ზე ვე­ღა­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ­დი
- ბევ­რ­ჯერ მსმე­ნია, თით­ქოს ჩვე­ნი თა­ო­ბა სი­ზარ­მა­ცემ და­ღუ­პა. სი­სუ­ლე­ლეა! თა­მა­ში ყვე­ლას გვიყ­ვარ­და, მაგ­რამ ჩვენ ისიც არ ვი­ცო­დით, ევ­რო­პე­ლე­ბის მსგავ­სად რო­გორ უნ­და გავ­ზ­რ­დი­ლი­ყა­ვით.

Sportall.Ge

გერ­მა­ნე­ლე­ბი მო­ე­დან­ზე რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი - რო­გო­რი ათ­ლე­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, დი­დი შრო­მის შე­დე­გი ეტყო­ბო­დათ...

ევ­რო­პულ გრან­დ­ში სა­მოს­ნებ­საც ზრდი­ან, ჩვენ­თან კი ათო­სა­ნი უნ­და იყო, ევ­რო­პა­ში რომ ითა­მა­შო. რო­ცა კა­ხა კა­ლა­ძე "დი­ნა­მო­ში" მო­იყ­ვა­ნეს, თა­ვი­დან ვარ­ჯი­შებ­ზე ვატყუ­ებ­დი, მაგ­რამ მე­რე და მე­რე გა­ი­ზარ­და და კი­ე­ვის "დი­ნა­მო­ში" წა­ვი­და. მა­ში­ნაც, ნაკ­რე­ბის ვარ­ჯი­შებ­ზე კი­დევ რა­ღა­ცას ვუ­ხერ­ხებ­დი, მაგ­რამ "მი­ლან­ში" რომ ჩა­ი­რიცხა, სულ სხვა კლა­სის ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და და ვე­ღარ "ვე­რე­ო­დი"...

კი­დევ ერთ მა­გა­ლითს გეტყ­ვით: "იუვენ­ტუ­სის" ერთ-ერთ თა­მაშს ვუ­ყუ­რებ­დი და გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი, ტუ­რი­ნელ­თა შო­რის მარ­ჯ­ვე­ნა მცვე­ლი, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი შტე­ფან ლიხ­ტ­შ­ტა­ი­ნე­რი რომ და­ვი­ნა­ხე. ეს ბი­ჭი თა­ვის დრო­ზე "ცი­უ­რიხ­ში" ვარ­ჯი­შობ­და და არ ვა­ჭარ­ბებ - ნამ­დ­ვი­ლი სა­მო­სა­ნი იყო. მე და "ყა­ვე­ლას" გვე­ცი­ნე­ბო­და, ისე­თი უტექ­ნი­კო იყო, ბურთს ვერ აჩე­რებ­და. ახ­ლა უმაგ­რე­სი მცვე­ლი გახ­და.

ეს არის პი­რო­ბე­ბი და სწო­რი გაზ­რ­დის შე­დე­გი და ყვე­ლა­ზე ცხა­დი მა­გა­ლი­თი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პა­ში სა­მო­სა­ნი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი გახ­დეს...

ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი
- ჩვენ­თან არც ნორ­მა­ლუ­რი სა­ფა­რია, არც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მწვრთნე­ლე­ბი, არც კვე­ბის სა­კითხია მოგ­ვა­რე­ბუ­ლი და სა­ერ­თოდ, არც ვი­ცი, რა გვაქვს ნორ­მა­ლუ­რი. ამი­ტომ ვართ კა­ტას­ტ­რო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ეს­პა­ნეთ­ში რვა წლი­დან ბავ­შ­ვებს უწე­რენ მე­ნი­უს, რა უნ­და მი­ი­ღოს. ფეხ­ბურ­თი ასეთ დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და რო­გორ უნ­და და­ვე­წი­ოთ, რო­ცა არა­ფერს ვა­კე­თებთ, არც პროგ­რა­მა გვაქვს და არც ხელ­შეწყო­ბა?

ამი­ტომ მა­ხა­რებს ჩე­მი მე­გობ­რის, ვა­სი­კო მა­ი­სუ­რა­ძის წარ­მა­ტე­ბა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლო თა­ვი­სი ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის დო­ნე­ზე მა­ინც ამო­იყ­ვა­ნა წუმ­პე­დან. ამ ბავ­შ­ვე­ბის ნა­წი­ლი ჩემ­მა მე­ო­რე მე­გო­ბარ­მა, გუ­ბაზ დო­ლი­ძემ გა­ზარ­და, მა­ი­სუ­რა­ძემ კი მათ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა.

ჰო­ლან­დი­ის­თ­ვის არც ერთ ასაკ­ში არ მოგ­ვი­გია, მა­ი­სუ­რა­ძემ ეს შეძ­ლო. არა­ვინ თქვას, რომ მის ასაკ­ში სხვა­ო­ბა დი­დი არ არის. მის­მა ნაკ­რე­ბებ­მა ინ­გ­ლის­თან, უკ­რა­ი­ნას­თან, ბულ­გა­რეთ­თან და ჰო­ლან­დი­ას­თან მო­ი­გო, ეს­პა­ნე­ლებ­თან ფრედ ითა­მა­შა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­და და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნა. სა­ნაკ­რე­ბო დო­ნე­ზე ასე­თი სი­ხა­რუ­ლი ჩვენ­თ­ვის ვინ­მეს მო­უ­ნი­ჭე­ბია?

მა­ი­სუ­რა­ძე იმის მა­გა­ლი­თია, რამ­დე­ნი შე­უძ­ლია წე­სი­ერ და გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ანს - თუნ­დაც დღე­ვან­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

შე­დე­გი­თა და თა­მა­შით მა­ი­სუ­რა­ძის ნაკ­რე­ბი ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია.

სა­დაც არის ბე­დი შე­ნი...
- ფეხ­ბურ­თი ბე­დიც არის. იყო ვა­რი­ან­ტი, გერ­მა­ნი­ა­ში შე­იძ­ლე­ბო­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. მა­შინ 21 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი და თა­ვად არ მო­ვინ­დო­მე. არა­და, ვინ იცის, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა რო­გორ შე­იც­ვ­ლე­ბო­და...

მე­რე და­ნი­ა­ში "ბრონ­დ­ბიუ" მიწ­ვევ­და, რო­მე­ლიც მა­შინ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კლუ­ბი იყო და უკე­თე­სის მო­ლო­დინ­ში ამა­ზეც უარი ვთქვი. ახ­ლა ვხვდე­ბი, წლე­ბი რა სწრა­ფად გა­დი­ო­და და ამ­დენ ლო­დინს, თურ­მე, წას­ვ­ლა სჯობ­და, მაგ­რამ მა­შინ მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წინ იყო...

1996 წელს, ბა­თუმ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი მოლ­დო­ვას რომ ხვდე­ბო­და, გვითხ­რეს, ჩემ­ზე და გია ნემ­სა­ძე­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად არ­სენ ვენ­გე­რი იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ "არ­სე­ნალ­ში" ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო, მაგ­რამ ასეთ გუნ­დ­ში მო­სახ­ვედ­რად ერ­თი მატ­ჩის კარ­გად ჩა­ტა­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ იყო. 15-20 თა­მაშ­ში მა­ინც გაკ­ვირ­დე­ბი­ან. მა­შინ "ალა­ნი­ა­ში" ვთა­მა­შობ­დი...

მოკ­ლედ, ბო­ლოს ეს ვა­რი­ან­ტიც გა­მო­ი­რი­ცხა და სა­ბო­ლო­ოდ, "ტრ­აბ­­ზონ­ს­ფორ­ში" აღ­მოვ­ჩ­ნ­დი...

მო­მა­ვა­ლი ჯა­მა­რა­უ­ლი
- ლუ­კა 35-ე სკო­ლა­ში გო­ჩა ტყე­ბუ­ჩა­ვას­თან იზ­რ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, ნი­ჭი­ე­რიაო, მაგ­რამ მომ­თხოვ­ნი ვარ და ბევრ ნაკლს ვხე­დავ. მთა­ვა­რია, გა­ი­ზარ­დოს და თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა შეძ­ლოს. ძა­ლი­ან მინ­და, მან მა­ინც მი­აღ­წი­ოს იმას, რაც ჩვენ­მა თა­ო­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეკარები არ გვივარგოდა თორემ ამათ დროს კარგი გუნდი გვეყოლებოდა
levani56
23:36 24-12-2013
0
გოჩა თუ კიტხულობ ამას თქვენი იმედი გავქვს ხალხს და იმედია ბოლომდე მიიყვანთ თქვენს გეგმას, არ დანებდეთ და მოგვაშორეთ ეს ხალხი ეხლა ვინც ფეხბურთშია დასაქმებული ყველაფერი შესაცვლელია ქართულ ფეხბურთში ყველაფერი ; ))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული