საჩხერის "ჩიხურამ" საქართველოს სუპერთასი მოიპოვა

AutoSharing Option
22 დეკემბერს "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს 2012/13 წლების სეზონის სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ჩემპიონი თბილისის "დინამო" საქართველოს თასის ფინალისტ საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდა.

ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა ზემოიმერულმა კლუბმა, რომლისთვისაც ეს ტიტული პირველია ისტორიაში. მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა, შემდეგ კი სოსო ფრუიძის გუნდმა შეინარჩუნა უპირატესობა.

საქართველოს სუპერთასი გუნდის კაპიტან დავით ოდიკაძეს სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაპიტანი სომხიშვილია.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული