ფორმისა და შინაარსის ცვლილებების შემდეგ სპორტის ამ სახეობამ დღევანდელი სახე 1905 წლისთვის მიიღო. ამჟამად 80-ზე მეტ ქვეყანაში თამაშობენ.
საქართველოში ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია შეიქმნა 2011 წლის ივნისში. გაწევრიანებულია ევროპის აფფ-ში. უკვე ჩატარდა საქართველოს 3 ჩემპიონატი ფლაგ ფეხბურთში (ამერიკული ფეხბურთის ნაირსახეობა - 5X5).
ამ დღეებში გაიმართა მესამე ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები. გამეორდა შარშანდელი ფინალი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის შეხვედრაში
მესამე ადგილი წილად ხვდა კავკასიის უნივერსიტეტს.
ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები, რომელიც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩაერთვება 2014 წლის ფლაგ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში.
ლუკა ქირია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"