"საბურთალოდან" ერთი "ლივერპულს" მიჰყავს, მეორე - მადრიდის "ატლეტიკოს"!

AutoSharing Option
ახლახან საქართველოში "სალერის თასი" გაიმართა ნორჩ ფეხბურთელთა შორის, რომელშიც უკრაინული "დნიპროს" ფეხბურთელთა გუნდიც მონაწილეობდა.

უკრაინაში დაბრუნების შემდეგ "დნიპროს" აკადემიის ხელმძღვანელმა ჟორდი გრატაკოსმა ინტერვიუ მისცა იქაურ მედიას და ქართული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

გაგაცნობთ ამ ინტერვიუდან საინტერესო ამონარიდებს.

- როგორ მოხვდით ქართულ ტურნირზე?
- მე ქართველი მეგობარი მყავს, რომელთანაც ერთად "ბარსელონაში" ვმუშაობდი. ახლა ის "საბურთალოს" სპორტული დირექტორია. სწორედ მისი იდეა იყო ეს ტურნირი და სიამოვნებით დავთანხმდით, ეს ხომ ფანტასტიკური გამოცდილებაა.

ტურნირზე ჩვენ განზრახ წავედით ასაკით უმცროსი ფეხბურთელებით. ეს ჩვენი აკადემიის განვითარების ტაქტიკაა: გამარჯვებული
"საბურთალო" 1995 წელს დაბადებული ბიჭებით გამოდიოდა, მადრიდის "ატლეტიკო" 1996 წელს დაბადებულებით, "მაქაბი" - 1997-წლიანებით, ხოლო ჩვენ 1997 და 1998 წელს დაბადებულებით.

საბოლოოდ მესამე ადგილი დავიკავეთ, რადგან "მაქაბისთან" მესამე ადგილისთვის მატჩი არ შედგა, მათ კი ჯგუფში ვაჯობეთ - 2:1.

- ქართულ პრესაში იწერებოდა, რომ ტურნირს ბევრი სკაუტი ესწრებოდა...
- დიახ, იყვნენ სკაუტები "ლივერპულიდან" და მილანის "ინტერიდან". უკვე გადაწყდა, რომ "საბურთალოს" ერთ-ერთი აღზრდილი "ლივერპულში" მიდის, მეორე კი - "ატლეტიკოში"! ორივე 1995 წელს არის დაბადებული.

საქმე იმაშია, რომ "საბურთალოს" პროფესიული გუნდი არ ჰყავს და ისინი მოხარულნი არიან ასეთი ტრანსფერებით, ჩვენ კი სხვა ამოცანა გვაქვს - "დნიპროს" პროფესიონალები უნდა აღვუზარდოთ.

- ალბათ, ქართველები მხოლოდ მატჩებს არ დაგაჯერებდნენ, იქნებოდა სხვა ღონისძიებებიც...
- მწვრთნელებმაც ვითამაშეთ. ჩვენს ტურნირს სპორტის მინისტრი დაესწრო, საინტერესო იყო. ბიჭებმა თბილისი დაათვალიერეს.

საქართველოში ძალიან თბილად დაგვხვდნენ. "დნიპრო" იქ უყვართ, რადგან აქ სამი ქართველი: ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე თამაშობს.

* * *
ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ "ლელო" უკვე წერდა "საბურთალოს" ბიჭებით "ლივერპულისა" და "ატლეტიკოს" დაინტერესებაზე. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელზეც გრატაკოსი საუბრობს, მცველი ჯიმი ტაბიძეა. "ლელო" წერდა, რომ საუბარი იყო ნახევარმცველებზეც, გიორგი თევზაძესა და გიორგი ხარაიშვილზე.

ასევე იხილეთ:
ესპანელი სელექციონერი: საქართველო საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყიდიან არა კვახი. რას ამბობ, ხვალ ან ზეგ "ლივერპულში" ან "ატლეტიკოში" არ ვიხილოთ რომელიმე ( ღმერთმა ქნას) ეგ არის პიარი, ბავშვები რომ მიიზიდონ სკოლაში.
Tengo
16:18 29-12-2013
0
Walkabout! პრობლემა, რომელიც ქართულ ფეხბურთში არის, სტატიაში არის მოყვანილი: ჩვენი ფეხბურთელები უმცროსი ასაკის ფეხბურთელებთან თამაშობდნენ (კაცნაკლულ "ატლეტიკოს" ანგარიში გაუთანაბრეს და პებალტებით აჯობეს) და "თუნუქის" თასის მოგება ჟურნალისტებმა ისე გააშუქეს თითქოს სასწაული მოეხდინოთ.
guja_kakhadze
13:33 27-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული