შეგახსენებთ მის ნათქვამს:
"ზესტაფონის" დამფუძნებელმა ილია კოკაიამ კლუბების შეხვედრაზე საკუთარი წარმომადგენლის, მიხეილ ხუციშვილის პირით სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეუთვალა - სახელმწიფო შენ გამო თუ არ გვაფინანსებს, 1-ელ იანვრამდე უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის ანგარიშზე თანაბრად გადავანაწილებ 5 მილიონ ლარს და წადიო.
სიჭინავამ ამაზე უპასუხა - მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ სამწლიანი პროგრამა და ამ პერიოდში ქართული ფეხბურთის დასაფინანსებლად გამზადებული 100 მილიონი ლარი დაიდებაო".
იხილეთ: ილია
ამაზე რეაქცია ჰქონდა არა მხოლოდ მედიას, არამედ თავად ფეხბურთის ფედერაციასაც, რომელმაც კოკაიას ინიციატივას წერილით უპასუხა. ხუმრობა-ხუმრობაში კი ეს ყველაფერი ძალზე უსიამოვნო (ეს, რბილად რომ ვთქვათ) და, ამავე დროს, კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
იხილეთ: სფფ-ის პასუხი ილია კოკაიას: ზვიად სიჭინავა დატოვებს თანამდებობას, თუ...
კომენტარისთვის ილია კოკაიასთან დაკავშირება ვცადეთ. "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძის თქმით, კოკაია ვრცელ კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებს.
"ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას, თითქოს პრეზიდენტი 23 მილიონად გადადგება, ზესტაფონში დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა.
ჩვენი გუნდის გულშემატკივრების ლიდერმა ლაშა კიკნაველიძემ მოუწოდა ხალხს, რომ დაიწყონ სიჭინავას წასასვლელად აუცილებელი 23 მილიონი ლარის შეგროვება.
მისი აზრი სხვებსაც მოეწონათ და გადაწყვიტეს, საერთო ძალისხმევით, ქართულ ფეხბურთს ამგვარად უშველონ.
"ზესტაფონის" გულშემატკივრებს აქვთ იმედი, რომ ეს საერთო-სახალხო საქმე დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს არა მხოლოდ ზესტაფონში, არამედ თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ლანჩხუთში, რუსთავში, სამტრედიაში, გორში, ბათუმში და, საერთოდ, მთელ საქართველოში.
სიჭინავას გადასაყენებლად აუცილებელი თანხა შეგროვდება, ქართულ ფეხბურთს დიდ სამსახურს გაუწევს", - ამბობს ფუტკარაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პ.ს. ისე იმედი გამიჩნდა, თუ ზესტაფონში შესაძლებელია 23 მილიონის შეგროვება (ღმერთმა ასჯერ მეტი მისცეთ), იქნებ თბილისში მინიმუმ 2-ჯერ მეტის შეგროვება მოხერხდეს და გადარჩენილა ქართული ფეხბურთი და ეგაა.