სიჭინავას თანამდებობიდან გადასაყენებლად ზესტაფონში 23 მილიონს აგროვებენ

AutoSharing Option
"ლელოში" ლანჩხუთის "გურიას" სპორტული დირექტორის, თემურ ალექსაიას ინტერვიუმ და მის მიერ მოყვანილმა ფაქტებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

შეგახსენებთ მის ნათქვამს:

"ზესტაფონის" დამფუძნებელმა ილია კოკაიამ კლუბების შეხვედრაზე საკუთარი წარმომადგენლის, მიხეილ ხუციშვილის პირით სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეუთვალა - სახელმწიფო შენ გამო თუ არ გვაფინანსებს, 1-ელ იანვრამდე უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის ანგარიშზე თანაბრად გადავანაწილებ 5 მილიონ ლარს და წადიო.

სიჭინავამ ამაზე უპასუხა - მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ სამწლიანი პროგრამა და ამ პერიოდში ქართული ფეხბურთის დასაფინანსებლად გამზადებული 100 მილიონი ლარი დაიდებაო".

იხილეთ: ილია
კოკაია ზვიად სიჭინავას: ჩავრიცხავ 5 მილიონს და გადადექი!


ამაზე რეაქცია ჰქონდა არა მხოლოდ მედიას, არამედ თავად ფეხბურთის ფედერაციასაც, რომელმაც კოკაიას ინიციატივას წერილით უპასუხა. ხუმრობა-ხუმრობაში კი ეს ყველაფერი ძალზე უსიამოვნო (ეს, რბილად რომ ვთქვათ) და, ამავე დროს, კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

იხილეთ: სფფ-ის პასუხი ილია კოკაიას: ზვიად სიჭინავა დატოვებს თანამდებობას, თუ...

კომენტარისთვის ილია კოკაიასთან დაკავშირება ვცადეთ. "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძის თქმით, კოკაია ვრცელ კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებს.

"ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას, თითქოს პრეზიდენტი 23 მილიონად გადადგება, ზესტაფონში დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა.

ჩვენი გუნდის გულშემატკივრების ლიდერმა ლაშა კიკნაველიძემ მოუწოდა ხალხს, რომ დაიწყონ სიჭინავას წასასვლელად აუცილებელი 23 მილიონი ლარის შეგროვება.

მისი აზრი სხვებსაც მოეწონათ და გადაწყვიტეს, საერთო ძალისხმევით, ქართულ ფეხბურთს ამგვარად უშველონ.

"ზესტაფონის" გულშემატკივრებს აქვთ იმედი, რომ ეს საერთო-სახალხო საქმე დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს არა მხოლოდ ზესტაფონში, არამედ თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ლანჩხუთში, რუსთავში, სამტრედიაში, გორში, ბათუმში და, საერთოდ, მთელ საქართველოში.

სიჭინავას გადასაყენებლად აუცილებელი თანხა შეგროვდება, ქართულ ფეხბურთს დიდ სამსახურს გაუწევს", - ამბობს ფუტკარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
დათო ძმაო შენ იცი ქართული ფეხბურთი?ნუ ურევ ხალხს ტვინს უაზრო აზრებით თ უ ძმა ხარ
ნიკაა
10 იანვარი 2014 11:18
0
როდის დადგება ის დრო,რომ ადამიანი მიხვდება თანამდებობიდან წასვლის დროს,ალბათ ბიძინაც არ წავიდოდა,ფული რომ არ ჰქონებოდა
zviadi
10 იანვარი 2014 11:02
0
ის, რომ ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი მოსაშორებელნი არიან ქართული ფეხბურთიდან, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ... თქვე დალოცვილებო, 23 მილიონის შეგროვება თუ შეგიძლიათ, არ ჯობია ეს თანხა "ზესტაფონ"-ს და მის ბავშვთა საფეხბურთო სკოლას მოახმაროთ? რაღა სხვას უდგებით ჯიბრში? ეს თანხა რომ ჰქონდეს ქართულ კლუბებს, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი მათგანი ყოველ წელს, როგორც მინიმუმ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს და არც იქ ვიქნებით ჯაბანნი.
პ.ს. ისე იმედი გამიჩნდა, თუ ზესტაფონში შესაძლებელია 23 მილიონის შეგროვება (ღმერთმა ასჯერ მეტი მისცეთ), იქნებ თბილისში მინიმუმ 2-ჯერ მეტის შეგროვება მოხერხდეს და გადარჩენილა ქართული ფეხბურთი და ეგაა.
საოცრება
10 იანვარი 2014 09:54
0
ფედერაციამ ჯობია არ მიაქციოს ინტრიგებს ყურადღება და ფეხბურთს მიხედოს. დღეს კლუბებს დახმარება ჭირდებათ და არა ბინძური ინტრიგების მოსმენა...
puma
10 იანვარი 2014 09:48
0
პატრიოტი კაცი მოვიდეს, მაგალითად მიშა ყაველაშვილი... გვეშველება ბიჭებო
elgvisa
09 იანვარი 2014 20:01
0
მეც შემოვიტან წილს, ჩემო წილს... 10 ლარს მეც ვდებ.... ასეთი ევროპული დაშლას არავის ვაპატიებთ... მსიამოვნებდა ზესტას თამაში... ახლა კი პოზიტივი ისაა რომ ისევ ამ ყველაზე მაგარ მწვრთნელს საქართველოში თავიდან უწევს გუნდის აწყობა.... რატო? ეგ ვერ გამიგია
elgvisa
09 იანვარი 2014 19:57
0
ასი სიჭინავაც კი ვერ გიშველით თქვენ.ქართველი ფეხბურთელები ყველა ერთად ჩანს ძალიან უთამოყვარეო ხართ. სიჭინავას გადადგომა კი არა, ჯობს თამაში ისწავლოთ
ფატი
09 იანვარი 2014 18:00
0
კოკაიაა იქნებაა საკუტარრ მოედანზეე როო დაგიბაბანეტტ მაგიტომ ვერ იტანტ დზლიერრრ კაცსს რომელსაც ფეხბურტი უყვარს და სიმარტლეე დაა ტქვენნ ტქვენიი კლუბებიდანნ გაყარეტტ მუნიციპალიტეტები და სპონსორები მოიდზიეტ ტუ გინდატ განვიტარდეტ
giorgi
09 იანვარი 2014 16:59
0
ამოვიდა ყელში ეს კოკაია,გაიკეთე შენი ფული და დაახვიე რუსეთში რა,დაუნახავო ***
aeee
09 იანვარი 2014 16:44
0
დატო კიარ უნდა გეცეროს შენ ლინკზეე დომენტი უფრო ცავა ტუუ დზმაა ხარ ხალხს მაინც ნუგარ ურევ სიცრუუებიტტ ტვინს
giorgi
09 იანვარი 2014 16:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული