ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 26 იანვარს თასის გათამაშებით განახლდება

AutoSharing Option
26 იანვარს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ახალი წლის პირველი სათამაშო დღე გაიმართება. 2013/14 წწ სეზონის მეორე წრე თასის გათამაშებით განახლდება.

22 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში თასის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც "ოქროს" და "ვერცხლის" ლიგის 16 გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბრმა წილისყრით გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

13:00 სთ - ქართუ ბანკი VS GM-ზესტაფონი

14:00 სთ - სატრანსპორტო კომპანია(TTC) VS GM-ჭიათურა

15:00 სთ - ნატახტარი VS ერისთავის იურიდიული ჯგუფი

16:00 სთ - PSP VS BP Georgia

17:00 სთ - ვი
თი ბი ბანკი VS მ.ფ.კ ალგო

18:00 სთ - DHL VS საქართველოს უნივერსიტეტი

19:00 სთ - საქართველოს ბანკი VS სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP)

20:00 სთ - პროგრეს ბანკი VS ლილო-1

მეოთხედფინალის საგზურის მფლობელები ერთრაუნდიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. თავად შეხვედრებს კი ამჯერად სპორტკომპლექსი "ქარიშხალა" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშების საპრიზო ფონდი 4 000 ლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული გუნდი 3 000 ლარს მიიღებს, ხოლო ფინალისტს 1 000 ლარი გადაეცემა.

22 იანვარს გამართული წილისყრა შემდგომ სამუშაო შეხვედრაში გადაიზარდა, სადაც ჩემპიონატის ორგანიზატორებმა კლუბების წარმომადგენლებთან ერთად საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

ცნობისათვის: ჩემპიონატის სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს დაიხურება და ამ პერიოდში კლუბებს საშუალება აქვთ სეზონის განახლებას, შემადგენლობების თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაძლიერებულები და მომზადებულები შეხვდნენ.

რაც შეეხება რეგულარული სეზონის გათამაშებას, იგი თებერვალში, "ოქროსა" და "ვერცხლის" ლიგის მორიგი კალენდარული ტურებით გაგრძელდება.

მარტის მიწურულს კი სტარტს აიღებს "ბრინჯაოს ლიგა", სადაც "ვერცხლის ლიგიდან" დაქვეითებული ორი გუნდის გარდა, ტურნირის დებიუტანტი, კორპორატიული გუნდები ითამაშებენ.

უმთავრესი სიახლე, რითიც მიმდინარე სეზონი იქნება გამორჩეული, "ქალთა ლიგის" სადებიუტო გათამაშებაა, რომელიც სტარტს 27 აპრილიდან აიღებს.

ამ მომენტისათვის გუნდების რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს და მსურველებს საშუალება აქვთ, მონაწილეობის სურვილი დააფიქსირონ.

* * *
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ვერცხლის ლიგის" გენერალური სპონსორია "ვი-თი-ბი ბანკი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - ww.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული