მისი თქმით, პელე საქართველოს აპრილში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ეწვევა.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები.
"ყველა საკითხი შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები. სამხრეთამერიკული ქვეყნების მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ტურნირი აპრილის დასაწყისში ჩატარდეს და სავარაუდოდ, ამ პერიოდში გაიმართება. გარდა ამისა, მსგავსი ტურნირი და პელეს ჩამოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრეთამერიკული
"არგენტინის სახლის" თავმჯდომარე პელეს მასპინძლობასა და ტურნირის ჩატარებაში დახმარებას საქართველოს მთავრობას, საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას კი ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს სთავაზობს.
მისივე თქმით, ტურნირის გახსნაში მონაწილეობისთვის ის ასევე იწვევს ბერა ივანიშვილს, ქართულ ფოლკლორულ-ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, ბრაზილიელ სამბას მოცეკვავეებსა და ტანგოს ცეკვის ჯგუფებს არგენტინიდან.
ტურნირის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სკულპტურის წარდგენა, რომელზეც გადმოტანილი იქნება საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის მოსკოვში გამართული მატჩის შემდეგ გადაღებული ცნობილი ფოტო. ფოტოზე ანზორ კავაზაშვილი, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი და პელე არიან.
წყარო: interpressnews.ge