თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონას" 19-წლამდელებს მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის B ზონაში მოთამაშე თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანურ შეკრებაზე 28 იანვარს, "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

მატჩის ერთადერთი გოლი დავით ჯიქიამ გაიტანა.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები შვეიცარიული "ბაზელის" 21-წლამდელებთან და ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან". "ლოკომოტივი" ბოლო სპარინგს კი "ვალენსია B"-სთან ან "ერკულესის" 21-წლამდელებთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "ლოკომოტივი" 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ დეკემბერში ჩაიბარა. მასთან მუშაობს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანიც. "ლოკომოტივში" საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების არაერთი წევრი და კანდიდატი თამაშობს და
იმავე ნაკრებების მწვრთნელებს მათი კარგად მომზადების შანსი აქვთ.

Sportall.Ge
ფოტოზე: თბილისის "ლოკომოტივი" ესპანურ შეკრებაზ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული